10:03 29-05-2017
გიორგი შერმადინმა სეზონი "რეალთან" 21 ქულით დაასრულა [VIDEO]
AutoSharing Option
მისი "ანდორა" ღირსეულ ბრძოლაში დამარცხდა მადრიდის "რეალთან" და ესპანეთის ჩემპიონატში ასპარეზობა მეოთხედფინალურ ეტაპზე დაასრულა.
სერიის გადამწყვეტ, მე-3 მატჩში ანდორელები სტუმრად ბოლომდე ებრძოლნენ "სამეფო კლუბს", დასკვნით მეოთხედში ანგარიშიც გაუთანაბრეს (71:71), თუმცა მასპინძლებმა გადამწყვეტ წუთებში ანდორელებს გამარჯვება გამოგლიჯეს და ნახევარფინალში გავიდნენ - 95:84.
შერმადინი ტრადიციულად, სასტარტო ხუთეულში იყო და 31:35 წუთში 21 ქულა, 6 მოხსნა (3 შეტევაში), 2 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. ქართველმა ცენტრმა 13-დან 8 ორქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, 2-ჯერ დაუფარეს, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები 6-ჯერ დაირღვა.
შედეგად, შერმადინის სარგებლიანობის კოეფიციენტი 22-ს გაუტოლდა, რაც სტუმართა რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი იყო, მასპინძელთაგან კი მას მექსიკელმა ცენტრმა გუსტავო აიონმა (25) აჯობა – 15 ქულა, 9 მოხსნა, 2 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება.
სამწუხაროდ,, ისევ ვერ ითამაშა ბექა ბურჯანაძემ, რომელსაც ფეხის ტრავმა აქვს და მისი მიზანი ახლა სანაკრებო შეკრებისთვის მწყობრში ჩადგომაა. 15 ივლისამდე საკმარისი დროა, ბურჯანაძემ ტრავმა მოიშუშოს, ხოლო გიორგი შერმადინმა მომქანცველი და წარმატებული სეზონის შემდეგ - დაისვენოს.
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 4 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
ამ სტატიის სათაური გაასწორეთ.
0
0
მაგარი სეზონი ქონდა , ყოჩაღ.
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული