თბილისის დროით 5 ივნისს ჩატარებულ შეხვედრაში მასპინძელთა ქართველი ცენტრი იმდენად შედეგიანი არ გახლდათ, როგორც ეს სერიის პირველ მატჩში იყო, თუმცა ზაზამ, ტრადიციულად, სასტარტო ხუთეულში დაიწყო თამაში და იმ 13 წუთის განმავლობაში, რაც მოედანზე დაჰყო, დაცვაში საიმედოდ გაისარჯა. შეტევაში კი მან 2 ცდიდან 1 ორქულიანი ჩააგდო, რასაც მეტოქის ფარზე ორი მოხსნილი ბურთი მიამატა.
"გოლდენ სტეიტს" აღიარებულმა სუპერვარსკვლავებმა - კევინ
"კლივლენდში" შეუდარებელი იყო ლებრონ ჯეიმსი, რომელმაც ფინალურ სერიაში მე-8 სამმაგი დუბლი (29 ქულა, 14 პასი, 11 მოხსნა) გაიფორმა და გაუთანაბრდა ამ კომპონენტში ყველა დროის ლიდერ მეჯიქ ჯონსონს. ლებრონს ფეხი ვერ აუბეს თანაგუნდელებმა და "კლივლენდს" ახლა საკუთარი მოედნის იმედი აქვს.
სერიის მომდევნო ორი შეხვედრა კლივლენდში 8 და 10 ივნისს გაიმართება.
წყარო: gbf.ge
ეხლა მთავარია გსვ-მ რვაში დილით გაუძლონ, არ ჩამოიშალონ და მესამეც მოუგონ, მეოთხე კი, ფიქტიური თამაში იქნება.
კი მე-13 მოგებაც რეკორდი იყო და ახლა გააუმჯობესეს თავიანთი რეკორდი