"თოკო "ასულგრანას" მაისურას 2020 წლამდე ატარებს და ის კლუბის ახალი პროექტის ფუნდამენტური ნაწილი იქნება. "ბუესა არენაზე" კიდევ ბევრჯერ ვიხილავთ ერთ-ერთ საუკეთესო კალათბურთელს და მოთამაშეს, რომელიც ხასიათით დიდებულად ერგება "ბასკონიას", - ვკითხულობთ ოფიციალურ საიტზე.
თორნიკე შენგელიამ 138 მატჩი ითამაშა "ბასკონიას" მაისურით. ამ სეზონში ის საშუალოდ 10,6 ქულას და 5,0 მოხსნას აკეთებდა თამაშში. ევროლიგის 12 მატჩში მისი საშუალო მაჩვენებელია 10,8 ქულა
შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ჩემპიონატს "ბასკონია" ნახევარფინალში "ვალენსიასთან" მარცხით დაემშვიდობა.
შენგელიას შესახებ ბევრს საუბრობდნენ მის NBA-ში დაბრუნებაზე. ასევე, მედია წერდა, რომ მისით მადრიდის "რეალი" იყო დაინტერესებული.