ზაზა ფაჩულიას და "გოლდენ სტეიტს" NBA-ს ჩემპიონობამდე 1 მოგება აშორებთ [VIDEO]

AutoSharing Option
თბილისის დროით 8 ივნისს, გამთენიისას, საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების კაპიტნის, ზაზა ფაჩულიას გუნდმა "გოლდენ სტეიტმა" "კლივლენდთან" NBA-ს ფინალურ სერიაში მესამე შეხვედრა გამართა, მესამე გამარჯვება იზეიმა და ჩემპიონობას მიუახლოვდა. ფაჩულიას გუნდმა სტუმრად ანგარიშით 118:113 მოიგო და სერიაში 3:0 დაწინაურდა.

მატჩი ისე სრულდებოდა, თითქოს მასპინძელთა გამარჯვება გარდაუვალი იყო, თუმცა ბოლო 2-წუთნახევარში ოკლენდელებმა კევინ დურანტის მექულეობით 5-ქულიანი ჩამორჩენა აღმოფხვრეს და საბოლოოდ სწორედ ამ სხვაობით იმარჯვეს.

დურანტმა საბოლოოდ 31 ქულა მოაგროვა. ერთით ნაკლები - 30 ქულით დაასრულა შეხვედრა კლეი ტომპსონმა, რომელმაც 6 სამქულიანი ჩააგდო, სტეფ კარიმ
კი შეხვედრა 26 ქულით, 13 მოხსნითა და 6 შედეგიანი გადაცემით დაასრულა.

გოლდენსტეიტელთა ქართველი ცენტრი ამ მატჩში შედეგიანობით ვერ გამოირჩა. ზაზა ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 13 წუთში 1 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. ფაჩულიამ სამივე სროლა ააცილა, ბურთი 4-ჯერ დაკარგა და ამდენჯერვე დაჯარიმდა.

უქულოდ დაასრულა შეხვედრა კლივლენდელთა ცენტრმა ტრისტან ტომპსონმაც, ხოლო ლებრონ ჯეიმსმა შეხვედრა 39 ქულით, 11 მოხსნითა და 9 პასით დაასრულა.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში "გოლდენ სტეიტს" პლეი ოფში ჯერ არ წაუგია, ოკლენდელები ლიგის რეკორდის მფლობელები არიან, ამ დროისთვის მათი მოგებებების სტატისტიკა 15:0-ია.
იხილეთ ვიდეო: კლივლენდი-გოლდენ სტეიტი 113:118
Sportall.Ge

მორიგი ფინალური მატჩი, რომლის მოგების შემთხვევაშიც "გოლდენ სტეიტი" ჩემპიონი გახდება, 10 ივნისს, კლივლენდში გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 18 /
თამაში რომელ საათზეა?
gia
10 ივნისი 2017 01:42
0
ერთიც რა და ამდენი ლაყაფისტები გააჩერე შედეგით .
gigi
09 ივნისი 2017 01:36
0
ერთი ნაბიჯიღა დარჩა და ზაზა მოირგებს სანატრელ მსოფლიო ჩემპიონის ბეჭედს მოირგებს. მან ეს ყოველმხრივ დამსახურა როგორც ბრწყინვალე სპორტული კარიერით რომელ გუნდშიც ითამაშა: "ატლანტა","დალასი","მილოუკი ბაქსი" თუ განსაკუთრებით "გოლდენ სტეიტი" ყველგან საჭირო კაცი იყო თავისი გააზრებული და რაციონალური თამაშით.
ამასთან ერთად ზაზა ღირსეული მამულიშვილია თვისი ერის ნამდვილი დესპანია უცხო ქვეყანაში თავისი ცხოვრების სტილით ასახელებს საქართველოს ზოგიერთი უღირსებივით კი არ არცხვენს! ოლ სტარში მონაწილებისათვის ბრძოლაში კიდევ უფრო ცნობადი გახადა მსოფლიოში საქართველო.
ჯემალი
08 ივნისი 2017 15:58
0
აუუ ამ კუნთას ფანობა გადაყობა რა ამ ფინალს მემგონი ფაჩულია კიდე ისტორიაში შევა და მიტომაც არ დახარბდა უფრო დიდ ფულს არადა სხვარო ყოფილიყო პირიქით იზამდა ეგაა აქ მთავარი ერთი რამ ნაღდად ჩანს სუფთაა წყლის პოლიტიკურად ანგაჟირებული ქვეყანაზე და ერზე გაბრაზებულების შთაბეჭდილებას ტოვებთ ფაჩულიას მლანღველები.რათქმაუნდა არავინ იტყვის იმას რო ფაჩულია მაგარია ყველაზე მაგრამ იმას ყველა აღიარებს რომ ის დიდი სპორტცმენი და ადამიანია.ან საიდან ამდენი ღვარძლი და ცინიზმი ამ ადამიანის მიმართ ვიღაცა კუნთას გულისთვის.დდ შეიძლება მაყუთსაც აგებენ ზოგიერთები გოლდენზე მარა პიროვნების ასე აგდებულად მოხსენიება მაინც დაუშვებელია მითუმეტეს შენი ქვეყნის ღირსებას რო იცავს და მისი ქომაგობაც რო გიწევს ნაკრებში.
quTaiseli
08 ივნისი 2017 15:49
0
ჩაიგდე რა ეგ ღვარძლიანი ენა!
vaxo-s
08 ივნისი 2017 15:34
0
საქმეც იმაშია,რომ ბევრჯერ დამიწერია გოიდენ სთეითი აუცილებლად გაჩემპიონდება მეთქი.ფაჩულიაც ჭკვიანი და ადექვატური სპორტსმენია,საკუთარ შესაძლებლობებში ბოლომდე გარკვეული.
ზაზა კი არაა პრობლემა,მისი ინფანტილური ფანობაა ძალიან სასაცილო.
ჯერ რა კომენტარებია:ზაზა იმ ვარსკვლავს ჯობია,ამას ჯობია...ფინალში გადამწყვეტ სიტყვას იტყვის...რომ მოიგებს,ცხარე ცრემლით ვიტირებ და ა.შ. )))))))
ის ოლსტარული მარაზმი ხო საერთოდ სამარცხვინო იყო.კიდევ გავიმეორებ სპორტის არაფერი გაგეგებათ და პოლიტიკის განყოფილებიდან შემოსულები ხართ შემთხვევით.
vaxo
08 ივნისი 2017 15:20
0
ვახოს-რატომ მისცეს დაბრო ამ ვარსკლავებმა და მწვრთნელმა ზაზას შეძენაზე ხომ ვერ ახსნი,ე.ი.ჭირდებო
დათ ალბათ თუ გუნდის პრეზიდენტის ძმის შვილია?ცსკა-"ხიმკი"მიდის პარალელურად და მაგ თამაშს ხომ არ გაარჩევდი.ეგება მაქ მოგწონს ვინმე
კახა ქირია
08 ივნისი 2017 14:56
0
გუნდში ყველა 10ნი ხომ არ იქნება. ასეთ დონეზე ზაზა ვერ ითამაშებს მაგრამ გუნდს ეხმარება რითაც შეუძლია.
ამერიკელი
08 ივნისი 2017 14:55
0
რამდენი ვახოსნაირი ჭკუისკოლოფი გვყავს ამ პატარა საქართველოში.მწვრთნელი თურმე კალათბურთის გაგებაში არ არის ძირითადში რომ აყენებს.ამ ფილოსოფიით რეალში მარტო რონალდოს ეკუთვნის ლიგის თასი 10 ბურთი რომ გაიტანა.გუნდურ თამაშებში ყველას თავისი როლი აქვს.ზოგი ვარსკვლავია ზოგიც უბრალო მოთამაშე.სეზონი კი 8 თვე გრძელდება,
შედარებიდან ჩანს დონე
08 ივნისი 2017 14:25
0
ლამის გაიფხრიწო და გული გაგისკდეს, მოზგავოის მაგივრად ზაზას რომ უყურებ ფინალში, თან ეხლა მითუმეტეს, 99%-ით ჩემპიონები რომ გახდნენ.
მსქროლავ ვახო-ს
08 ივნისი 2017 14:02
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული