ზაზა ფაჩულია მწვრთნელმა შეაქო, მაგრამ მედიამ გააკრიტიკა [VIDEO]

AutoSharing Option
NBA-ს ფინალური სერიის მესამე მატჩში ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტმა" სტუმრად 118:113 დაამარცხა "კლივლენდ კავალიერსი" და ჩემპიონობამდე ერთი მოგება აშორებს.

ამ შეხვედრაში ჩვენებური ნაკლებად პროდუქტიული გამოდგა - მან 13 წუთში მხოლოდ თითო მოხსნა და პასი მიითვალა. ჩვენებურმა ყველა სროლა ააცილა, ბურთი 4-ჯერ დაკარგა და ამდენჯერვე დაჯარიმდა. თუმცა უქულოდ დაასრულა მატჩი მისმა ვიზავი ტრისტან ტომპსონმაც.

ზაზა ფაჩულიას და "გოლდენ სტეიტს" NBA-ს ჩემპიონობამდე 1 მოგება აშორებთ [VIDEO]

მატჩის დასრულების შემდეგ "გოლდენ სტეიტის" თავკაცმა სტივ კერმა ფაჩულია მაინც შეაქო:

"ზაზამ კარგად იმუშავა ტანით ტრისტან
ტომპსონთან ორთაბრძოლაში", - განაცხადა კერმა, თუმცა ეს ერთადერთი პოზიტიური გამოხმაურება იყო ამ მატჩში, რომელიც ქართველს ეძღვნებოდა.

ქართველი ცენტრი პირველ მეოთხედში ყველაზე ადრე გამოცვალეს, რადგან ფოლები მალევე მიიღო, ერთხელ კი გარბენიც გააკეთა.

ამერიკული მედია განსაკუთრებით ორ ეპიზოდზე ამახვილებს ყურადღებას - ერთ-ერთ ეპიზოდში ზაზას მოხსნისთვის ბრძოლა "კლივლენდის" გამთამაშებელმა კაირი ირვინგმა აჯობა, რომელიც გაცილებით დაბალია ჩვენებურზე, მაგრამ მაინც უფრო მაღლა ახტა.

მეორე ეპიზოდი მანამდე მოხდა - ზაზამ 6 ფუტის მანძილიდან, ხელსაყრელი სიტუაციიდან ფარს ვერ მიაღწია ბურთი და მიუხედავად იმისა, რომ სტუმართა შეტევა მაინც ჩაგდებით დაგვირგვინდა, ფაჩულიას ჯარიმის გამო 2 ქულა არ ჩაითვალა.

ზაზა ფაჩულია ფარს აცილებს და ჯარიმდება
Sportall.Ge

sbnation.com-მა ამ ეპიზოდზე დაწერა: "შესაძლოა, ეს ერთ-ერთი ყველაზე ცუდად სანახავი სროლა იყო, რომელიც თქვენ კალათბურთის მატჩზე გინახავთ".

ვიდეო "ტვიტერზე" BusinessInsider-ის სპორტული განყოფილების რედაქტორმა კორკ გეინსმა დადო შემდეგი კომენტარით: "ზაზამ 6 ფუტიდან ჰაერში გაისროლა, შემდეგ კი ფოლიც მიიღო. როგორ შეიძლება ამ კალათბურთელს "უორიორსის" მაისურა ეცვას?".
მკითხველის კომენტარები / 29 /
სადაც რიკ ფოქსს, ლეიკერსიდან, აქვს ბეჭედი ზაზამ რა დააშავა, მაგრამ კარლ მელოუნი მართლა ცოდოა..
avimusaifi
10 ივნისი 2017 00:50
0
ბაზარი არაა რო არ სჭირდებოდეთ არ ათამაშებდნენ უდაოდ სასრგებლოა მაგაზე არ ვკამათობ,მაგრამ დურანტზე, ქერიზე, ტომპსონზე, გრინზე, მაკგიზე, ლებრონზე, ირვინგზე, ლავზე, ტრისტანაზე, სუსტი როა მაგის თქმა მინდა თუ არ არის?
sagol zaza ar danebde-ს-s
09 ივნისი 2017 16:03
0
ნუ ნევრიულობთ ხალხო, როგორც საქართველოშია ბევრი ბოღმა ხალხი ისეა ამერიკაშიც რა გიკვირთ, გულზე სკდებიან, როგორ ვიღაც ქართველი ჩამოვიდა და მიაქ ბეჭედი. დაიკიდე ზაზა. დამფასებელიც ბევრი გყავს მანდ.
sabonis
09 ივნისი 2017 15:07
0
პირველი ქართველი კალათბურთელი რომლითაც ვამაყობთ თურმე)
შენ საკანდელიძე გაგიგია საერთოდ?
იუთუბზე 1972 ოლიმპიადის ფინალი დევს, უყურე და მაგას აღარ იტყვი...
სიამაყეს
09 ივნისი 2017 14:25
0
გადაიყვანეთ ზაზა კლივლენდში და თავიდან ათამაშეთ ფინალური თამაშები. 100 პროცენტით ვარ დარწმუნებული კლივლენდი მოიგებს ზაზასთან ერთად.
kote
09 ივნისი 2017 14:20
0
ბრძენი რომ განსაჯო, შენც რაღაცას უნდა წარმოადგენდეო. ზაზს ნახევარს მიარწიეთ და მერე იქილიკეთ. ეს არ ნიშნავს რომ კრიტიკა მიუღებელია. მაგდენი ესმის ალბათ ზაზას რომ კრიტიკა მიიღოს. ვინც ქილიკობს ჯერ თავის ცხოვრებას გადახედოს რას წარმოადგენს.
akaki
09 ივნისი 2017 13:26
0
თურმე რადგან ამერიკული გამოცემების ჟურნალისტები აკრიტიკებენ ზაზას ესეიგი ცუდად უთამაშია და ესარუნდოდათ აქ ჩასაფრებულ სასტავს არდაა მწვრთნელი ამბობს კარდი იყო გუნდისთვის და სარგებლიანიო ხოდა ვის დაუჯეროთ ეხლა მწვრთნელს გუნდისას რომელიც პასუხისმგებელია შედეგზე თუ გვერდზე მდგომი ჩასაფრებული მოსეირე ხალხის არადა რასაც მაგას ავალებენ იმას პირნათლად ასრულებს კალათბურთი გუნდური თამაშია და მასში ყველას თავისი ადგილიაქ რათქმაუნდა ცუდია როცა ქულის გარეშე რჩება მოთამაშე მაგრამ ვინმე დაიჯერებს იმას რო გოლდენმა ეს კაცი ბომბარდირობის და სამმაგი დუბლებისთვის იყიდა.გუნდის შემადგენლობას გადახედეთ თქვე დალოცვილებო ვარსკვლავები თამაშობენ უდიდესი დონის.
qutaiseli
09 ივნისი 2017 13:24
0
ყველას ვინც ზაზაზე ცუდს წერთ .. თუ არ გამომიქვეყნოთ...
dato
09 ივნისი 2017 13:04
0
სუსტიაი,რომ იძახით, თუ ნახეთ თამაში. ზაზამ ის თორმეტი წუთი „იმენა“ პარკეტზე ჭიდაობაში გაატარა, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით. ლამის შებოჭილი ყავდა ტრისტანა. მისი დავალებაა გაანეიტრალოს ცენტრები და ამას ბრწყინვალედ აკეთებს. თუ თქვენ ფიქრობთ კაზინსისნაირი, ტრისტანისნაირი
მონსტრები ადვილი დასამორჩილებელია?
sagol zaza ar danebde-ს
09 ივნისი 2017 12:59
0
გადავხედე კომენტარებს და ვიხალისე.მე ამ ინფოზე ჯერ არაფერი დამიწერია,პირველად ვწერ.ქვემოთ ზაზას ან აქებენ და მომავალ ჩემპიონობას ულოცავენ,ან ამბობენ რომ უბრალოდ ცუდი მატჩი ჰქონდა,რაც მართლაც ასეა.
მაგრამ ზ-პალასის სექტა მაინც პოულობს ბნელ ოთახში კატას.არადა ის იქ არ არის))))))))))
vaxo
09 ივნისი 2017 12:52
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული