ისტორია დაწერილია - ზაზა ფაჩულია NBA-ს ჩემპიონია! [VIDEO+PHOTO]

AutoSharing Option
ზაზა ფაჩულია ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის 2016/17 წლების ლიგის ჩემპიონია!

ქართველი კალათბურთელის გუნდმა "გოლდენ სტეიტმა", თბილისის დროით 13 ივნისს, დილით, ოკლენდში გამართული ფინალური სერიის მეხუთე მატჩში "კლივლენდ კავალიერსი" ანგარიშით 129:120 დაამარცხა, სერია 4:1 მოიგო და ჩემპიონის ტიტული ბოლო სამი წლის განმავლობაში მეორედ, ისტორიაში კი მეხუთედ მოიპოვა (BAA: 1947, NBA: 1956, 1975, 2015, 2017).

ჩემპიონობის მომტან მატჩში ქართველმა ცენტრმა 10 წუთი ითამაშა, რის განმავლობაშიც 3 მოხსნა (ყველა მეტოქის ფარზე) და 1 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. ფაჩულიამ ბურთი 2-ჯერ დაკარგა და 4-ჯერ დაჯარიმდა.
ორმაგი დუბლი მიითვალა სტეფ კარიმ - 34 ქულა, 10 პასი. 20 ქულა ჰქონდა ანდრე იგუდალას, კლეი ტომპსონმა კი შეხვედრა 11 ქულით დაასრულა.

ზაზა ფაჩულია პირველი ქართველი კალათბურთელია, ვინც მსოფლიოს უძლიერესი საკალათბურთო ლიგის გამარჯვებული გახდა, რაც უდიდესი წარმატებაა მთლიანად ქართული სპორტის მასშტაბით. ეს გამარჯვება ზაზამ ქართული დროშის თანხლებით იზეიმა.
იხილეთ ვიდეო: ზაზა ფაჩულია საქართველოს დროშით
Sportall.Ge

იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

შეგახსენებთ, რომ 33 წლის ფაჩულია NBA-ში 2003 წლიდან გამოდის, სადაც ბოლო სეზონამდე "ორლანდოში", "მილუოკიში", "ატლანტასა" და "დალასში" თამაშობდა. შარშან ზაფხულს მან არჩევანი ვარსკვლავურ "გოლდენ სტეიტზე", საკმაოდ დაბალი ხელფასის სანაცვლოდ, მაგრამ საჩემპიონო ბეჭდის მოპოვების იმედად შეაჩერა და როგორც ვხედავთ, არც შემცდარა!
მკითხველის კომენტარები / 56 /
ვულოცავ ფაჩულიას ნანატრ ბეჭედს.ყოველთვის ვწერდი რომ ეს გარდაუვალი იყო,ასეთი გუნდით ათუაშვილიც გახდებოდა ჩემპიონი.
ზაზას წინასასეზონო გათვლები უნაკლო აღმოჩნდა და ის ნბას ჩემპიონია.
თუმცა აქაურ "თამადა" ფანებთან მაქვს შეკითხვა:იმედია ადევნეთ თვალი ფინალურ მატჩებს და მაინტერესებს,რა ლოგიკით ამბობდით,ფაჩულია ამ ფინალში გადამწყვეტ სიტყვას იტყვისო.
იქნებ შედარებით კომპეტენტურმა მიპასუხოთ.აი ისეთმა,კალათბურთი თუ არა, ვერის ბაღი რომ მაინც იცის სად არის :-)
vaxo
13 ივნისი 2017 14:32
0
......-ს შენ გენაცვალე
bbbb
13 ივნისი 2017 14:19
0
დაახრჩო ბოღმამ როგორც ჩანს ქვეწარმავლები, რაღაც არ გამოუყვიათ თავები და არ დასისინებენ. პელე სამჯერ იყო მსოფლიოს ჩემპიონი როგორც ყველასთვის ცნობილია და აქედან ერთ ჩემპიონატში მხოლოდ ერთი მატჩი ჩაატარა და ტრავმა მიიღო, ბრაზილია კი ჩემპიონი გახდა. 70 წელში პელეს გარეშეც ბრაზილიის შემჩერებელი გუნდი არ არსებობდა და მაინც მოიგებდნენ მსოფლიოს. ზაზა კი ამ "გოლდენ სტეიტის" ძირითადი ცენტრი იყო და ეს რასაც ნიშნავს კალათბურთში ოდნავ გარკვეული ყველა ადამიანი მიხვდება. "გოლდენ სტეიტს" უჭირდა ცენტრში და სჭირდებოდა ისეთი მოთამაშე რომელსაც ვერ დაჩაგრავდნენ ნბა-ის დიდი კაცები და ასეთი არის ზაზა რომელიც შეიძლება არ თამაშობს ისეთ ლამაზ კალათბურთს როგორც დანარჩენი ოთხეული, მაგრამ ზაზა იყო კედელი რომელსაც ვერ გადიოდა ვერც ერთი დიდი ან ძალიან უჭირდა ამის გაკეთება და ამდენად ზაზას წილი ამ გამარჯვებაში არცთუ ცოტაა როგორც ზოგიერთ ვაი ჩვენი ქვეყნის მოქალაქეს გონია. მე მაინც არ მინდა დავიჯერო რომ ის ბოღმა ადამიანები ქართველები არიან. ამიტომაც ვულოცავ ზაზას, მართლაც დიდ კაცს, დიდ ქართველს, როგორც ტანით ასევე გულითაც და პატრიოტობითაც თავისი ქვეყნის მიმართ. არამარტო სპორტში, ცხოვრებაშიც ასეთივე წარმატებული ყოფილიყოს, რადგანაც სპორტი მაინც ასაკში შეზღუდულია და ცხოვრება კი გრძელდება.
..........
13 ივნისი 2017 14:05
0
ზაზა გელოდებით თასით,ბეჭდით და ..... ერთი-ორ თანაგუნდელსაც თუ გამოიყოლებ საერთოდ დაგლიჯავ!
golden state champion!!!!!!!!!
13 ივნისი 2017 13:57
0
უჰ რა ვინერვიულე, გაიხარეთ გილოცავთ ზაზას და გოლდენის ფანეფს.
sabonis
13 ივნისი 2017 13:46
0
ვუერთდები მილოცვებს, ზაზა სამაგალითო ადამიანი და სპორცმენი ხარ დიდი მადლობა რომ შენს ხალხს უძვნი ამ გამარჯვებას. ყველას მაგრად უყვარხარ. NBAს თასი და ბეჭედი საქართველოში ჩამოდის!
vato
13 ივნისი 2017 13:19
0
Big Zაზამ ძალიან გაგვახარა ამ დილით, ყველას გილოცავთ!
tanto
13 ივნისი 2017 12:56
0
ხურციძესაც მიხედეთ რაააააა, გთხოვთ, ვისაც შეგიძლიათ!!!!!!!!!!!!!! ხომ გჯერათ რომ იმათ ჩემპიონს დაამარცხებდა???? ვფიქრობ სპეციალურად მოიშორეს, გული მიკვდება, რაღაცა გააკეთეთ...
]]]]]]]]]]]]]
13 ივნისი 2017 12:44
0
ეს ერთი და სხვა მრავალი ❤გილოცავ..წარმატებები ❤
ქრისტინე
13 ივნისი 2017 11:52
0
დამიწერეთ რა წინა კომენტარიიიიი
ირაკლი
13 ივნისი 2017 11:12
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული