თუ ფეხმძიმედ ხართ, უნდა იცოდეთ, რომ... როგორ "კბენენ" ამერიკაში ზაზა ფაჩულიას

AutoSharing Option
ზაზა ფაჩულია პირველი ქართველი NBA-ს ჩემპიონი გახდა. მან საჩემპიონო ბეჭედი "გოლდენ სტეიტის" შემადგენლობაში მოიპოვა, როცა მისმა გუნდმა ფინალურ სერიაში 4:1 დაამარცხა "კლივლენდ კავალიერსი".

- ზაზა ფაჩულია: საქართველო, ეს გამარჯვება შენთვის არის!
- ისტორია დაწერილია - ზაზა ფაჩულია NBA-ს ჩემპიონია! [VIDEO+PHOTO]

ზაზას ტიტულმა, ბუნებრივია, ქართველი გულშემატკივრები უზომოდ გაახარა, თუმცა საინტერესოა, თუ როგორ შეხვდნენ ჩვენებურის გაჩემპიონებას ამერიკაში, იქაურ მედიასა და სოციალურ ქსელებში.

CBSSports.com-მა, რატომღაც, ზაზა ფაჩულიაც "გოლდენ სტეიტის" კალათბურთელთა იმ კატეგორიაში შეიყვანა, რომელთაც ნაკლები წვლილი ან საერთოდ არ მიუძღვით წვლილი გუნდის ჩემპიონობაში.

"ბიჭები, რომლებიც თქვენ ვერც კი აცნობიერებთ, რომ საჩემპიონო ბეჭდებს მიიღებენ". აი, რა წერია ზაზას შესახებ:

"სანამ "უორიორი" გახდებოდა, ზაზა ფაჩულია ორჯერ მოექცა ყურადღების ცენტრში. პირველად მან ყველას დაამახსოვრა თავი, როცა "ატლანტას" ფანებს მიმართა სიტყვით: Nothing Easy! Game 7 Baby! მეორედ, "დალასში" თამაშისას, მან NBA აიძულა, "ოლ სტარის" არჩევის წესები მთლიანად შეეცვალა, რადგან მთელი საქართველო ხმას აძლევდა მას "ვარსკლავებში" მოსახვედრად. წესი რომ არ შეცვლილიყო, ზაზა ითამაშებდა კიდეც იქ.

მებრძოლი ხასიათის კალათბურთელი ყოველთვის იყო ფანების სასურველი პერსონა იმ კლუბებში, სადაც ის თამაშობდა. ის კლასიკური მაგალითია ისეთი კალათბურთელის, რომლის წინააღმდეგაც თამაში გეჯავრება, მაგრამ გიხარია, როცა ის შენი თანაგუნდელია. ამ პლეი ოფშიც ორჯერ "გამოიჩინა" მან თავი, კავაი ლეონარდის ტრავმისას და იმან შამპერტთან ინციდენტის დროს.

- ზაზა ფაჩულიას ჭიდაობაში ოთხი კლივლენდელიც ვერ მოერია [VIDEO]
- ზაზა ფაჩულია: ძალით მივაყენე ტრავმა ლეონარდს? რა სისულელეა! [VIDEO]

დიახ, ის ძალზე სასიამოვნო ბიჭია, რომელიც "უორიორსთან" ერთად მშობლიური ქვეყნის დროშით ზეიმობდა. ეს მართლაც საოცარი იყო და ძნელია, არ გაგიხარდეს მისი წარმატება".

- ზაზა ფაჩულია საქართველოს დროშით NBA-ს ჩემპიონობას ზეიმობს [VIDEO+PHOTO]

მიუხედავად რამდენიმე საქებარი ფრაზისა, უცნაურია, რატომ მოხვდა ზაზა სტატიის მიხედვით ხოსე კალდერონის კატეგორიაში, რომელმაც "უორიორსის" მაისურა მოირგო, მაგრამ მოედანზე გასვლა აღარ დასცალდა.

მედიის წარმომადგენლები "ტვიტერში" და სოციალური მედიის სხვა საშუალებებით კიდევ უფრო პირდაპირები არიან, ვიდრე სტატიებში. სამწუხაროა, მაგრამ ისინი და სხვებიც, რატომღაც, უფრო უარყოფითად შეხვდნენ ზაზას ჩემპიონობას.

"ახლა ზაზა ფაჩულიას ჩემპიონის ბეჭედი აქვს -კიდევ ერთი მტკიცებულება, რომ ცხოვრება უსამართლოა", - წერს სპორტული ჟურნალისტი ალექს ტრუიკა.

"უყურო, როგორ თამაშობს კალათბურთს ზაზა ფაჩულია, იგივეა, რაც უსმინო ხის ჯოხით ბანჯოზე შესრულებულ მუსიკას", - ბრუს არტური Toronto Star-ის სპორტის მესვეტე.

"აი, ახლა ჩვენ ვუყურებთ ზაზა ფაჩულიას თამაშს "ოლ სტარში", - ტელეწამყვანი მედლინ ბურკი.

"ჯავალ მაკგი, ზაზა ფაჩულია და მეტ ბარნსი NBA-ს ჩემპიონები არიან. დიახ, თქვენ სწორად წაიკითხეთ", - არტურ პიუ Spark Sports-ის სპორტული მწერალი და ტელეწამყვანი.

"ფაჩულიას, მაკგისა და ბარნსს ბეჭდები აქვთ და პატრიკ იუინგს, კარლ მელოუნსა და ალენ აივერსონს - არა", - შონ კუპერი, ერთ-ერთი ფანი.

"თუ ახლა ფეხმძიმედ ხართ, უნდა იცოდეთ, რომ თქვენ მოავლენთ ბავშვს იმ სამყაროში, სადაც ზაზა ფაჩულია მსოფლიოს ჩემპიონია", - "ფეიკ' ბო პელინი, პაროდისტი.

"სამწუხაროა, რომ "უორიორსი" "თეთრ სახლში" არ წავა. უცნაური იქნებოდა, ტრამპს რომ ეთხოვა ფაჩულიასთვის, რამე კარგი თქვი ჩემზეო", - STU, ერთ-ერთი ფანი.

სამწუხაროდ, სოციალურ ქსელებში ძირითადად უარყოფითი გამოხმაურებებია. "სპურსის" ფანების დიდი ნაწილი MVP-ის ტიტულს ზაზას "აკუთვნებს", ის რომ არა, კავაი ლეონარდი არ დაიმტვრეოდა და ჩვენ ფინალში ვიქნებოდითო.

"კავალიერსის" ფანების განაწყენება ბუნებრივია, თუმცა ცუდია, რომ არც ნეიტრალური ქომაგები აქტიურობენ და ვერც "უორიორსის" ფანებისგან ვიხილეთ ზაზას დაცვა.
მკითხველის კომენტარები / 78 /
WTF
სახელი
16 ივნისი 2017 14:19
0
ამხელა პიარი არცერთ ნბას ვარსკვლავს არ ქონია.

ბრავო ზაზა!!! რა ღრმად შეხვედი ამერიკელებში ))))))))))))))))))))))))))))))))))
სახელი
16 ივნისი 2017 14:17
0
ზაზა ქარტველი ერის სიამაყე ხარ !!! არ ,იაქციო ყურადღება მაგ .....ს !!!


lasha19
16 ივნისი 2017 03:04
0
ვამაყობ,რომ ზაზა ქართველია. ქართულ კალათბურთს და მთლიანად საქართველოს ვულოცავ ამ დიდ გამარჯვებას!
ნინო
15 ივნისი 2017 18:41
0
ხომ არ იცით რუსეთში მალე შევალთ ???
რაზმა
15 ივნისი 2017 12:54
0
კალათბურთი გუნდური თამაშია და ყველას თავისი მოვალეობა აქვს.მთელი სეზონი კაცი სასტარტოში იყო და მწვრთნელი ვერ ხვდებოდა? თუ ატერორებდა და ძალით ათამაშებინებდა თავს? ასე რომ, ყველა გესლიანმა თავის ს"ბოზ მამიდას" მოუაროს! ჩვენ კი ზაზასნაირი რაინდები გვიმრავლოვლოს ღმერთმა!!!!!!!!
fan
15 ივნისი 2017 12:40
0
მიხო,სხვათა შორის ვიასატ სპორტზე ერთერთი კომენტატორი ქართული გვარისა იყო.
სოსო
15 ივნისი 2017 12:36
0
საქართველოს ვერავინ დააჩოქებს, სანამ ღვთისმშობელი გვიცავს, ვერც რუსი და ვერც ამერიკა და მითუმიტეს ვერც თურქი და კიდევ ბევრი ახლო მეზობელი... ვითომ მეგობრებად რომ ითვლებიან? მთავარია თვითონ ჩვენ ჩვენი ცოდვებით არ გადავაგვაროთ საქართველო!!!
grisha
15 ივნისი 2017 12:34
0
ისე ამერიკელების რა გიკვირთ ქართველების კომენტარებსაც გადახედეთ!
სტივ კერიმ გააკეთა გუნდი რომლის მიახლოებული შედეგიც კი არჰქონია ნბა-ს არც ერთ გუნდს. ამ გუნდის პირველი ხუთეულის წევრია ფაჩულია,ამით ყველაფერია ნათქვამი.
ზაზა მაგარია!
merabi
15 ივნისი 2017 12:07
0
რუს კომენტატორებს არ გაუკეთებიათ ასეთი დამპალი კომენტარები, როგორიც ჩვენი "სრატეგიული პარტნიორი"ქვეყნის ჟურნალისტებმა იკისრეს. აქედანაც ჩანს, რომ ამერიკას ჩვენნაირების მეგობრობა კი არა ბატონობა უნდა.
მიხო
15 ივნისი 2017 11:49
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული