გიორგი შერმადინი "ანტეტოკუნმპოს საძმოში"

AutoSharing Option
საბერძნეთის დედაქალაქ ათენში გაიმართა საქველმოქმედო, საჩვენებელი შეხვედრა, რომელშიც საქართველოს ნაკრების ცენტრმა გიორგი შერმადინმაც მიიღო მონაწილეობა.

მატჩი "პანათინაიკოსის" არენაზე გაიმართა. ერთმანეთის წინააღმდეგ წარდგნენ საბერძნეთის 2005 წლის ნაკრები და იანის ანტეტოკუნმპოს მეგობრები. გუნდს ასეთი სახელი ჰქონდა - "ანტეტოკუნმპოს ძმები". სხვათა შორის, "მილუოკის" ვარსკვლავის, იანისის ძმა თანასისი გიორგი შერმადინთან ერთად "ანდორაში" თამაშობდა და ჩვენთან ინტერვიუშიც აღნიშნა, რომ სიამოვნებით ითამაშებს ევრობასკეტზე საბერძნეთის ნაკრების შემადგენლობაში.

ამ მატჩში თანასისმა საკუთარ ძმასაც აჯობა - 27 ქულა ჩააგდო. იანის ანტეტოკუნმპომ 25 ქულას მოუყარა თავი. გიორგი შერმადინი სასტარტო ხუთეულში
იყო და 12 ქულა მიითვალა.

92:91 - გაიმარჯვა "ანტეტოკუნმპოს საძმომ". რაც შეეხება 2005 წლის საბერძნეთის ნაკრებს, ეს ის გუნდია, ევროპის ჩემპიონი რომ გახდა. მასში 21 ქულით პრინტეზისი გამოირჩა. პაპადოპულოსს ერთით ნაკლები ჰქონდა, ხაცივრეტასმა 12 ჩააგდო, პაპალუკასმა - 10, დიამანტიდისმა - 8.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული