USA TODAY: დურანტის წყალობით "გოლდენ სტეიტს" ფაჩულიას შენარჩუნება შეუძლია
შეგახსენებთ, რომ "გოლდენ სტეიტმა" მაქსიმალური კონტრაქტი შესთავაზა სტეფ კარის, ორი წლით დაიბევა კევინ დურანტიც.
მათ გარდა, გადაწყვეტილია დევიდ ვესტის, ანდრე იგუოდალასა და შონ ლივინგსტონის შენარჩუნებაც. ახლა კი ზაზა ფაჩულიას ჯერია.
csnbayarea.com ზაზას სავარაუდო კონტრაქტის ოდენობას განიხილავს. შარშან მას "გოლდენ სტეიტში" 2,9 მილიონი დოლარი ჰქონდა. გამოცემა სამ ვარიანტს განიხილავს:
"1. "უორიორსმა" მას შესაძლოა მისცეს ეგრეთ წოდებული სრული საშუალო
2. კლუბმა შეიძლება გამოიყენოს ის ფაქტი, რომ ზაზა ისეთი თავისუფალი აგენტია, რომელზეც ლარი ბერდის წესი არ მოქმედებს და მისცეს მას 20%-ით გაზრდილი შარშანდელი კონტრაქტი, რაც დაახლოებით 3,5 მილიონი დოლარია.
3. ან ფაჩულია გააფორმებს კონტრაქტს ვეტერანის მინიმუმზე, რაც 2,3 მილიონი დოლარია. სწორედ ასე დაუკავშირდება გუნდს დევიდ ვესტი".