"სპურსის" ფანმა ზაზა ფაჩულია გაიძვერულად შეურაცხყო

AutoSharing Option
NBA-ს ჩემპიონის, "გოლდენ სტეიტის" ცენტრის, ზაზა ფაჩულიას სან ხოსეში სტუმრობას უსიამოვნო ფაქტი მოჰყვა.

ზაზა ფაჩულია სან ხოსეში იმ მიზნით ჩავიდა, რომ ვაკო ყაზაიშვილის მატჩს დასწრებოდა. ფაჩულიამ ვაკო ყაზაიშვილიც მოინახულა და მასთან მაისურიც გაცვალა.

- შეხვედრა ამერიკაში - ზაზა ფაჩულიამ და ვაკო ყაზაიშვილმა მაისურები გაცვალეს

ფაჩულიასთან მატჩის დროს "სან ანტონიო სპურსის" ფანი მივიდა და ქართველ ცენტრთან ფოტო გადაიღო, სადაც შუათითს აჩვენებს.

"სპურსის" ფანი არტურ სერვანტესი სან ხოსეში ცხოვრობს.

26 წლის სერვანტესი კმაყოფილია თავისი საქციელით და mysanantonio.com-თან საუბარში ამბობს:

"მას ეს არ
შეუმჩნევია, თორემ დარწმუნებული ვარ, არ ესიამოვნებოდა".

სერვანტესი დასძენს, რომ ფოტო სოციალურ ქსელში ატვირთა და "სპურსის" ფანებისგან ბევრი საქებარი სიტყვებიც მიიღო.

"ყველას გაუხარდა ჩემი საქციელი. ერთადერთი ჩემს დას არ მოეწონა, რომელიც "გოლდენ სტეიტის" ფანია", - ამბობს სერვანტესი.

Sportall.Ge

შეგახსენებთ, რომ "სან ანტონიოს" ფანებმა მას შემდეგ შეიძულეს ქართველი ცენტრი, რაც NBA-ს დასავლეთ კონფერენციის ერთ-ერთ მატჩში "სპურსის" ლიდერი კავაი ლეონარდი ფაჩულიას ფეხზე დაეშვა და ტრავმა მიიღო.

"სპურსის" ფანების აზრით, ქართველმა სპეციალურად დაუტოვა ფეხი ლეონარდს, თუმცა თავად "სპურსის" ლიდერმა აღნიშნა, რომ ეს ზაზას მხრიდან განგებ გაკეთებული საქციელი არ იყო.

აღსანიშნავია, რომ ამ ეპიზოდის შემდეგ ზაზა ფაჩულიას ემუქრებოდნენ კიდეც.

- "მუქარა, რომელიც ჩემი ოჯახის მიმართ გაჩნდა, ნაწილობრივ გრეგ პოპოვიჩის დამსახურებაა"
- "ტვიტერზე" ზაზა ფაჩულიას "სან ანტონიოს" განრისხებულმა ფანებმა შეუტიეს [VIDEO]
- კავაი ლეონარდი: არა მგონია, რომ ზაზამ ტრავმა ძალით მომაყენა
- "სპურსთან" 25-ს რომ ამოქაჩავ - ზაზა ფაჩულიამ ისტორია დაწერა! [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 19 /
სხვათაშორის მოწინააღმდეგის გუნდის გულშემატკივართან სურათის გადაღება ასევე შეურაცყოფაა საკუთარი გულშემატკივარის! (ან მოწინააღმდეგე გუნდის მაისურით სიარული!) ... წარმატებები ზაზას და ჩვენ, მისი და საქართველოს ნაკრების ქომაგებს.
ერთიც გავითვალისწინოთ!
14 ივლისი 2017 14:15
0
ამით ზაზას არანაირი ზიანი არ მიადგა,სამაგიეროდ მსოფლიომ გაიგო,რომ დედამიწას კიდევ ერთი ზნედაცემული ამძიმებს!
!!!
14 ივლისი 2017 09:54
0
ტიპიური ამერიკელი ვიგინდარაა... ბრიყვთა ქვეყანაში რომ პოპულარული გახდა, ეგეც ეყოფა, მაგრამ თუ ჩვენთანაც პოპულარული გავხადეთ - უფრო დიდი ბრიყვები გამოვალთ... გაუშვით, უჩვენოდ ილაღოს...
მსქროლავი ტროლი
14 ივლისი 2017 09:27
0
თავიდან ავღშფოთდი და ვფიქრობდი რატო არ ვარ ამერიკაში რომ ამას და ამათნაირებს დავანახებდი რისი ღირსები არიან მაგრამ როცა დავფიქრდი ვირისგან წიხლი არ უნდა გეწყინოს გეტკინება და გაგივლის ესენი ხომ სულ ასეთების ჯიშია...
კახა
14 ივლისი 2017 00:53
0
linki dadet ra bevria artur servantesi da es roja vabshe ver vnaxe amis faces linki dadet gtxovt
batumeli
13 ივლისი 2017 18:28
0
arthur cervantes ასეა ფეისბუქში ეგ უდღეური
m.m
13 ივლისი 2017 16:49
0
არტურ რომ იცოდე დღეს დედაშენი ყველაზე პოპულარული ქალია ქალია საქრთველოში, მაგრამ არამგონია ეს მას მოეწონოს :)
მიშა
13 ივლისი 2017 16:13
0
Arthur Cervantes
ასე ქვია ამ ცუდ კაცს
დავესიოთ ქართველები !!!
აჰა სახელი
13 ივლისი 2017 16:09
0
რასაც გამოსახავს,თვითონაც ეგ არის და გაანებეთ თავი,თავისი უბედურებაც ეყოფა.
სოსო
13 ივლისი 2017 15:40
0
servantes, tu es fils de putt. საცოდავი არაკაცი სერვანტესი, ზაზას ფრჩხილის ფასიც კი არ ხარ შე საცოდაო, საცემადაც კი შეეცოდები ფაჩულიას.
sara
13 ივლისი 2017 15:21
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული