Nothing easy - ზაზა ფაჩულია ESPY-ს დაჯილდოებაზე [VIDEO+PHOTO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლოს-ანჯელესში ESPY-ს (სპორტული ბრწყინვალების ყოველწლიური დაჯილდოება) 2017 წლის ღონისძიება გაიმართა, რომელსაც ხშირად სპორტული "ოსკარების" ცერემონიალს უწოდებენ. დაჯილდოება მაიკროსოფტის თეატრის შენობაში ჩატარდა.

წლის საუკეთესო გუნდის პრიზი, მოგეხსენებათ, წილად NBA-ს ჩემპიონ "გოლდენ სტეიტ უორიორსს" ერგო. ცერემონიალზე პრიზი კლუბის სახელით სტეფ კარიმ, კევინ დურანტმა და ზაზა ფაჩულიამ ჩაიბარეს.

სამადლობელ სიტყვაში ზაზამ თავისი ცნობილი ფრაზა თქვა - Nothing easy.

Sportall.Ge
ფოტოზე: ზაზა და მისი ფეხმძიმე მეუღლე თიკა ლოს-ანჯელესის წითელ ხალიჩაზე

Sportall.Ge
ფოტოებზე: ზაზა სტეფ კარისა და კევინ დურანტთან ერთად

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 14 /
ზაზა არის ძალიან ღირსეული ადამიანი და უდიდეს საქმეს აკეთებს ქართული კალათბურთის განვითარებისა და ახალგაზრდა კალათბურთელების აღზრდის საქმეში!!!
ორთაჭლელი
13 ივლისი 2017 17:21
0
ზოგჯერ თავი სიზმარში მგონია, ეს რა გააკეთა ზაზამ აა? ნბა-ს ჩემპიონი ქართველი კალათბურთელია, მაგარია! მადლობა ზაზას ყველაფრისათვის, რაც მან უკვე გააკეთა სამშობლოსათვის და აუცილებლად უფრო მეტსაც გააკეთებს მომავალში.
Bmb
14 ივლისი 2017 02:04
1
კერის უკვე მეტისმეტად ცანცარობაში გადასდის Nothing easy.
tanto
13 ივლისი 2017 18:27
1
ზაზას ხელს უწყობს ვიზუალი,იუმორის კარგი გრძნობა და მეგობრობის ქართული გაგება.ამიტომ იგი მისაღებია ყველგან
თემო
13 ივლისი 2017 18:14
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული