პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ზაზა ფაჩულია ღირსების ორდენით დაჯილდოვდება

AutoSharing Option
საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ქვეყნის სახელის საერთაშორისო ასპარეზზე გატანისა და საქართველოს პოპულარიზაციისათვის, ზაზა ფაჩულია ღირსების ორდენით დაჯილდოვდება.

გიორგი მარგველაშვილის
გადაწყვეტილება ზაზა ფაჩულიას პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა აცნობა.

სატელეფონო საუბრისას გიორგი აბაშიშვილმა ზაზა ფაჩულიას NBA- ის ჩემპიონობა მიულოცა და პრეზიდენტის სახელით შემდგომი წარმატებები უსურვა.
ზაზა ფაჩულიამ მადლობა გადაუხადა პრეზიდენტს და აღნიშნა, რომ ეს სახელმწიფო ჯილდო მისთვის დიდი პატივია.

წყარო: გიორგი მარგველაშვილის ფეისბუქ-გვერდი
მკითხველის კომენტარები / 10 /
გიორგი მამუკა გოგრგოძემ საქართველოს ნაკრები დატოვა შესაბამისად არ იმსახურებს იმ ორდენს რომელსაც ქვეყნის ღირსების დაცვისთვის იმსახურებენ
.....
15:48 17-07-2017
0
თუ ორდენისთვის მაინცდამაინც ნბა-ს ჩემპონის ბეჭედი იყო საჭირო, ჩემპიონობის მერე რას ელოდებოდა მარგო?
არ ეცალა?
მე მგონი ახლა გაიგო
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული