Mercury News: ჯაველ მაკგი აღშფოთებულია, რომ სასტარტო ცენტრობა ისევ ზაზას შესთავაზეს

AutoSharing Option
Mercury News-ის ინფორმაციით, "გოლდენ სტეიტის" სათადარიგო ცენტრი ჯაველ მაკგი, რომელიც ახლა თავისუფალი აგენტია, საშინლად აღშფოთებულია კლუბის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებაზე.

მაკგი გაღიზიანებულია, რომ მას არ შესთავაზეს სასტარტო ცენტრის მისია მომავალ სეზონში და გუნდში ისევ ზაზა ფაჩულია დააბრუნეს 3,5 მილიონი დოლარის სანაცვლოდ.

აგრეთვე ცენტრს ვერ გაუგია, რატომ გადაუხადა კონტრქატში ხუთ მილიონზე მეტი "გოლდენ სტეიტმა" მსროლელ ნიკ იანგს.

"გოლდენ სტეიტი" კვლავ არის დაინტერესებული გუნდში მაკგის დაბრუნებით, რომ ის ისევ ფაჩულიას შემცვლელი გახდეს, მაგრამ ახლა კლუბს მხოლოდ ვეტერანის მინიმუმის, 2,3 მილიონი დოლარის შეთავაზება შეუძლია.

გენერალურმა
მენეჯერმა ბობ მაიერსმა უკვე გამოაცხადა, რომ ახალ ცენტრზე კლუბს ფული აღარ დარჩა.

29 წლის მაკგი გასულ სეზონში საშუალოდ 6,1 ქულას და 3,2 მოხსნას აკეთებდა.
მკითხველის კომენტარები / 13 /
ერთადერთი არაა, მსგავსი სამმაგი ნოას ააქვს ჩიკაგოში შესრულებული 2 თუ 3 სეზონის წინ.
გიორგი-ს
14:59 18-07-2017
0
რა მაგრა გყვანან ოფოფები მოფრენილი, შენივე თავის მხარდამჭერა რაღა პონტია? ოდნავ არა ვაჟკაცურ საქციელად არ გეჩვენება მაინც?
giorg-vaxo-დათოს
13:32 18-07-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული