Defensa Central: "რეალს" თორნიკე შენგელიას გადაბირების იმედი აქვს

AutoSharing Option
ესპანური Defensa Central წერს, რომ მადრიდის "რეალს" კვლავ აქვს იმედი, რომ "ბასკონიას" ფორვარდ თორნიკე შენგელიას გადაიბირებს, როგორც ანდრეს ნოჩიონის შემცვლელს.

შეგახსენებთ, რომ "რეალის" 37 წლის არგენტინელმა  ვარსკვლავმა საკალათბურთო კარიერა დაასრულა.

"რეალი" აგრძელებს საკალათბურთო ბაზარზე საქმიანობას. თორნიკე შენგელია, რომელსაც კარგი სეზონი ჰქონდა "ბასკონიაში" შესაძლოა, სარფიანად გაიყიდოს მადრიდულ გუნდში.

კლუბში, რომლის დაინტერესებაზეც რამდენიმე კვირის წინათ იწერებოდა, მიაჩნიათ, რომ ის ნოჩიონის კარგი შემცვლელი იქნება. ასე რომ, არ არის გამორიცხული, რომ მძიმე ფორვარდმა მადრიდში გადაინაცვლოს.

შენგელიას დიდებული სეზონი ჰქონდა "ბასკონიაში". გავრცელდა ხმები, რომ ის
NBA-ში ბრუნდებოდა, მაგრამ შენგელიამ 2020 წლამდე გააფორმა "ბასკონიასთან" კონტრაქტი.

თუმცა ეს კონტრაქტი "რეალისთვის" არ არის დიდი წინააღმდეგობა. თუკი შენგელია "რეალში" გადავა, კლუბი შეძლებს ლარკინის შენარჩუნებას, რომლის დასაკავებლად 5 დღის ვადაში "ბარსელონაზე" უკეთესი პირობები უნდა შესთავაზონ მას.

25 წლის შენგელია საშუალოდ 11 ქულას აკეთებს თამაშში ესპანეთის ჩემპიონატში", - წერს გამოცემა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული