"დენვერის" რიგებში ბეჟანიშვილმა პირველი შეხვედრა გამართა

AutoSharing Option
ლას-ვეგასში "დენვერმა", NBA-ს საზაფხულო ტურნეს ფარგლებში, პირველი შეხვედრა გამართა და "მაიამისთან" 77:97 დამარცხდა. გიორგი ბეჟანიშვილმა სადებიუტო მატჩში პარკეტზე 14:37 წუთი დაჰყო, რა დროშიც 4 ქულა და 3 მოხსნა მიითვალა, ჩვენებურმა ხსენებულ დროში 5 პერსონალური ჯარიმა მიიღო, რამაც გარკვეულწილად მისი მცირედი დროით დატვირთვა გამოიწვია.

შეგახსენებთ, სანდრო მამუკელაშვილისგან განსხვავებით, ბეჟანიშვილი დრაფტზე არ აუყვანიათ, მაგრამ "დენვერ ნაგეტსმა" მას ზაფხულის ლიგაში თავის წარმოჩენის შესაძლებლობა მისცა, სადაც წარმატების შემთხვევაში, ნაციონალური საკალთბურთო ასოციაციის ერთ-ერთი უძლიერესი გუნდი მას დაიმატებს, დიდია შანსი იმისა, რომ თუ გიორგი თავის მაქსიმუმს
აჩვენებს, სხვა გუნდებიც მოხიბლოს.

"დენვერი" მომდევნო შეხვედრას 11 აგვისტოს, "ბოსტონ სელტიკსის" წინააღმდეგ გამართავს, თავის მხრივ, სანდრო მამუკელაშვილის "მილუოკი ბაქსი" საზაფხულო ლიგაში ხვალ, 10 აგვისტოს ჩაერთვება, პირველი მეტოქე კი "ლოს ანჯლეს კლიპერსი" იქნება.

რაც შეეხება გოგა ბითაძესა და "ინდიანა პეისერსს", "ვაშინგტონ ვიზარდსთან" გასამართი შეხვედრა, რომელიც დღეს უნდა ჩატარებულიყო კოვიდ ვირუსის პროტოკოლის დარღვევის გამო გადაიდო.

altბეჟანიშვილი "დენვერის" რიგებში ითამაშებს

altარის! მამუკელაშვილი "მილუოკის" კალათბურთელია!



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული