მანუჩარ მარკოიშვილმა ნახევარფინალური სერია გამარჯვებით დაიწყო

AutoSharing Option
თურქეთის ჩემპიონატში ნახევარფინალურ სერიაში ჩაება მანუჩარ მარკოიშვილის "გალათასარაი".

სტამბოლელებმა იზმირის "პინარ ქარშიაქას" უმასპინძლეს და საბოლოოდ ანგარიშით 70:54 დაამარცხეს.

ნახევარფინალური სერია 3 გამარჯვებამდეა, "გალათასარაის" კი, როგორც რეგულარული ჩემპიონატის გამარჯვებულს, მოედნის უპირატესობა აქვს.

სტამბოლელთა გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წილი დაიდო ქართველმა უკანახაზელმა. მარკოიშვილი სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, თუმცა მოედანზე 29,22 წუთი გაატარა და პირად ანგარიშზე 11 ქულა, 3 მოხსნა და 1 ჩაჭრა ჩაიწერა.

მანუჩარმა 7-დან 4 ორქულაინი და 4-დან 1 სამიანი ჩააგდო. რაც შეეხება მასპინძელთა ბომბარდირს, ის ამერიკელი იამონ გორდონი გახდა, რომელმაც 16 ქულა
დააგროვა, ხოლო პუერტორიკოელმა კარლოს აროიომ სტამბოლელებს 15 ქულა შესძინა.

სერიის მომდევნო მატჩს , 27 მაისს, კვლავ "გალათასარაი" უმასპინძლებს, რის შემდეგაც, სერია იზმირში გადაინაცვლებს.

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული