ეს სასიამოვნო ცნობაა როგორც "ოლიმპიაკოსის", ასევე საქართველოს ნაკრების გულშემატკივრებისთვის, რადგან გიორგიმ ტრავმის გამო ელინთა პირველობის მეოთხედფინალური სერია გამოტოვა. მას კუნთი ჰქონდა მცირედით გაწყვეტილი და ევროლიგის ოთხთა ფინალის შეხვედრები გამაყუჩებლებით ითამაშა. შემდეგ კი ექიმებმა დასვენება "გამოუწერეს".
ორკვირიანმა მკურნალობამ შედეგი გამოიღო და შერმადინმა კვირას "ოლიმპიაკოსთან" ერთად, ტრავმის მოშუშების შემდეგ, პირველად ივარჯიშა.
როგორც მთავარმა მწვრთნელმა გეორგიოს ბარძოკასმა თქვა, ქართველ ცენტრს წვრთნის პროცესში პრობლემა არ შექმნია
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
"ოლიმპიაკოსმა" მეოთხედფინალში უშერმადინოდ ითამაშა
გიორგი შერმადინი: კუნთი გამიწყდა და ზუსტად არ ვიცი, როდის ვითამაშებ