გიორგი შერმადინი საბერძნეთის ჩემპიონატის ნახევარფინალში ითამაშებს

AutoSharing Option
29 მაისს "ოლიმპიაკოსი" საბერძნეთის ჩემპიონატის ნახევარფინალში კრეტის "აგორს" მიიღებს. პირეოსელთა გუნდში 24 წლის ქართველი ცენტრი გიორგი შერმადინი ითამაშებს.

ეს სასიამოვნო ცნობაა როგორც "ოლიმპიაკოსის", ასევე საქართველოს ნაკრების გულშემატკივრებისთვის, რადგან გიორგიმ ტრავმის გამო ელინთა პირველობის მეოთხედფინალური სერია გამოტოვა. მას კუნთი ჰქონდა მცირედით გაწყვეტილი და ევროლიგის ოთხთა ფინალის შეხვედრები გამაყუჩებლებით ითამაშა. შემდეგ კი ექიმებმა დასვენება "გამოუწერეს".

ორკვირიანმა მკურნალობამ შედეგი გამოიღო და შერმადინმა კვირას "ოლიმპიაკოსთან" ერთად, ტრავმის მოშუშების შემდეგ, პირველად ივარჯიშა.

როგორც მთავარმა მწვრთნელმა გეორგიოს ბარძოკასმა თქვა, ქართველ ცენტრს წვრთნის პროცესში პრობლემა არ შექმნია
და იგი ნახევარფინალში სათამაშოდ მზადაა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
"ოლიმპიაკოსმა" მეოთხედფინალში უშერმადინოდ ითამაშა
გიორგი შერმადინი: კუნთი გამიწყდა და ზუსტად არ ვიცი, როდის ვითამაშებ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული