განთესილთა შორის მოხვდა ოთხი კლუბი, რომლებშიც გასულ სეზონში ქართველები თამაშობდნენ: იტალიური "მონტეპასკი", თურქული "გალათასარაი", ბერძნული "ოლიმპიაკოსი" და უკრაინული "ბუდიველნიკი" შეჯიბრებაში ჯგუფური ეტაპიდან ჩაერთვებიან.
თუ ქართველებმა კლუბები არ გამოიცვალეს, მივიღებთ რეკორდულ ციფრს - აქამდე ევროლიგაზე ერთდროულად ოთხ ქართველს არ უთამაშია.
შარშან ტოპ-შეჯიბრებაში სამი ჩვენიანი იყო: მანუჩარ მარკოიშვილი (იტალიური "კანტუ"), ვიქტორ სანიკიძე ("მონტეპასკი") და გიორგი შერმადინი (სეზონის შუაში ისრაელის "მაქაბიდან" "ოლიმპიაკოსში" გადავიდა და ევროლიგის ჩემპიონიც გახდა).
მარკოიშვილი იანვარში "გალათასარაისთან" გაფორმებული კონტრაქტის
ვიქტორ სანიკიძეც, ხელშეკრულების მიხედვით, 2013-14 წლებში სიენურ კლუბში ითამაშებს (მწვრთნელი ლუკა ბანკი "მილანში" წავიდა და ვიქტორი "მონტეპასკიში" ახალ თავკაცს ელის).
მანუსა და სანიკიძისგან განსხვავებით, გიორგი ცინცაძესა და გიორგი შერმადინს 2012-13 წლების სეზონის დასრულებისთანავე კლუბებთან კონტრაქტები ამოეწურათ და ჯერ უცნობია, დარჩებიან თუ არა იქ, სადაც აქამდე თამაშობდნენ.
იმის გათვალისწინებით, რომ ცინცაძემ უკრაინის ჩემპიონატში "ბუდიველნიკის" გაჩემპიონებაში ლომის წილი დაიდო, უნდა ვივარაუდოთ, რომ მწვრთნელი, აინარს ბაგაცკისი ახალ კონტრაქტს შესთავაზებს.
გიორგის უთამაშია როგორც ევროჩელენჯის, ასევე ევროთასის ფინალურ ოთხეულში... ევროლიგის გუნდში უცხოური კარიერის დასაწყისში, ძალიან ახალგაზრდა მოხვდა - მოსკოვის ცსკა-ში. მას მერე ევროლიგას ყველაზე მეტად სწორედ ახლა მიუახლოვდა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"