თორნიკე შენგელიას მეორე მატჩი და 6 ქულა საზაფხულო ლიგაზე

AutoSharing Option
თორნიკე შენგელიამ ორლანდოს კემპზე მეორე მატჩი გამართა. შარშან, როცა ის "ბრუკლინს" დრაფტზე ახალი აყვანილი ჰყავდა და კონტრაქტი არ ჰქონდა გაფორმებული, ასევე მონაწილეობდა ორლანდოს კემპში და შედეგიანი თამაშით კლუბის ხელმძღვანელობას გუნდში აყვანა გადააწყვეტინა.

წლეულს კი ის ისეთ შედეგიანობას ვერ აჩვენებს. არადა, მეორე მატჩია, შენგელია სასტარტო ხუთეულშია და მოედანზე 23 წუთზე მეტ დროს ატარებს.

ბრუკლინელთა მორიგი ოპონენტი "ორლანდო" იყო. შენგელიას გუნდი კვლავ დამარცხდა - ამჯერად 86:93.

თორნიკემ 24,53 წუთი ითამაშა, რის განმავლობაშიც 8-დან 2 ორქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, 2 სამიანი
კი ააცილა. ქართველმა ფორვარდმა, 6 ქულასთან ერთად, 4 პასი, 2 დაფარება და 1 ჩაჭრა მოაგროვა, ფარიდან ასხლეტილი ბურთი კი არ მოუხელთებია, რაც დიდი უცნაურობაა.

იმედებს ამართლებს ბრუკლინელთა ახალწვეული მეისონ პლუმლი, რომელიც დრაფტზე 22-ე ნომრად აიყვანეს. პირველ დღეს შესრულებული ორმაგი დუბლის შემდეგ ტანმაღალმა პლუმლიმ "მაიამისთან" 23 ქულა და 9 მოხსნა მოაგროვა. მან 8-დან 8 ორქულიანი ჩააგდო, რაც ახალბედისგან გამორჩეული შედეგია.

ბომბარდირი კი ტაიშონ ტეილორი გახდა, რომელიც შარშანდელიდან მოყოლებული, შენგელიასთან ერთად ცდილობს გუნდში თავის დამკვიდრებას.

მორიგი მატჩი "ბრუკლინს" 10 ივლისს, "იუტასთან" ელის.

www.gbf.ge

ასევე იხილეთ:
თორნიკე შენგელიამ "ბრუკლინში" სეზონის პირველი შეხვედრა ჩაატარა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული