გიორგი შერმადინმა "სარაგოსას" მაისურით ევროთასზე პირველი ორმაგი დუბლი გაიფორმა

AutoSharing Option
ევროთასზე ქართულმა "სარაგოსამ" სეზონის პირველი მატჩი ჩაატარა. გიორგი შერმადინმა ახალ გუნდში პირველი ორმაგი დუბლი მიითვალა - 10 ქულა, 10 მოხსნა.

სარაგოსელებმა ბელგიურ "მონსს" უმასპინძლეს და პირველივე ტაიმში გატეხეს. მეორე ნახევარში ესპანელებმა მიღწეულის შენარჩუნება მოახერხეს და ევროსეზონი მოგებით გახსნეს - 73:56.

"სარაგოსას" ქართველ ფორვარდ ვიქტორ სანიკიძეს, მართალია, დუბლი არ შეუსრულებია, მაგრამ გამარჯვებაში არცთუ მცირე წვლილი მიუძღვის: 27 წუთში 8 ქულა (2-დან 1 ორქულიანი, 4-დან 1 სამიანი, 4-დან 3 საჯარიმო), 7 მოხსნა და 1 ჩაჭრა მოაგროვა.

შერმადინის სრული სტატისტიკა ასეთი იყო: 26
წუთი, 7-დან 3 ორქულიანი, 4-დან 4 საჯარიმო, 1 ჩაჭრა, 2 პასი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული