როგორც ერთი, ასევე მეორე შეხვედრის საგაზეთო გამოხმაურებებში ქართველებს მნიშვნელოვანი ადგილი უკავიათ.
* * *
"მონსთან" თამაშის მიმოხილვა გამოცემა "ვაველზე" ქართული გვარით იწყება: "ვიქტორ სანიკიძე "სარაგოსას" ისტორიაში შევიდა. მან არაგონულ კლუბს ევროპის საკლუბო ტურნირებზე პირველი ქულები მოუტანა. ევროთასზე დებიუტი "სარაგოსამ" "მონსთან" დამაჯერებელი გამარჯვებით აღნიშნა - 73:56."
გუშინაც დავწერეთ და ახლაც შეგახსენებთ, რომ ამ მატჩში ვიქტორმა 8 ქულა და
* * *
გიორგის მონაგარი ესპანეთის პირველობის შაბათის მატჩში ორჯერ მეტი იყო - 20 ქულა (8-დან 8 ორქულიანი). ისიც გითხარით, რომ შეჯიბრების ოფიციალურმა საიტმა ქართველი ცენტრი ტურის ტოპ-ათეულში შეიყვანა.
16 ოქტომბერს კი უმთავრეს ევროპულ საკალათბურთო საიტ "ევრობასკეტზე" ესპანეთის პირველი ტურის შეჯამება გამოქვეყნდა, რომელშიც საუკეთესო კალათბურთელად სწორედ გიორგი შერმადინია დასახელებული. აი, რა წერია ტურის MVP-ის შესახებ:
"შერმადინს საოცარი შაბათის საღამო ჰქონდა. მისი დახმარებით "სარაგოსამ" ბილბაოში გაიმარჯვა და ქართველმა ცენტრმაც ტურის საუკეთესო კალათბურთელობა დაიმსახურა.
24 წლის კალათბურთელმა 20 ქულა ჩააგდო და 7 მოხსნა მოაგროვა."
* * *
გადავხედოთ გაზეთ "ასს", რომელშიც ტურის სიმბოლური ნაკრები გამოქვეყნდა.
ნამდვილად არ გაგიკვირდებათ, თუ ვიტყვით, რომ შერმადინმა სიმბოლურ ხუთეულში ცენტრის პოზიცია დაიკავა.
ვირტუალური ნაკრები ასე დაკომპლექტდა: აუგუსტო ლიმა (მუსრია), ალექს მუმბრუ (ბილბაო), ჯეისონ გრეინჯერი (უნიკახა), რასმუს ლარსენი (ლა ბრუიქსა), გიორგი შერმადინი (სარაგოსა).
ბევრი ვარსკვლავი ინატრებდა ესპანეთში (რომელსაც ევროპაში საუკეთესო ჩემპიონატი აქვს) ასეთ დებიუტს. თუმცა მომდევნო შეხვედრებში როგორც ვიქტორს, ასევე გიორგის მეტოქეები ერთიორად მეტ ყურადღებას დაუთმობენ და ქართველებსაც გაორმაგებული ძალისხმევა დასჭირდებათ კიდევ უკეთესად სათამაშოდ.
უახლოესი მატჩი ესპანურ ლიგაში ელით - 20 ოქტომბერს კუნძულოვან "კანარიას" უმასპინძლებენ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"