გიორგი შერმადინმა და ვიქტორ სანიკიძემ "სარაგოსას" "კანარიასთან" ვერ უშველეს

AutoSharing Option
ქართველი კალათბურთელების "სარაგოსამ" ესპანეთის ჩემპიონატის მეორე ტურში მარცხი განიცადა. არაგონელებმა "კანარიასს" უმასპინძლეს და 60:66 დამარცხდნენ. ისევე, როგორც დანარჩენები, ქართველები დიდად ვერ გამოირჩნენ.

ვიქტორ სანიკიძემ მოედანზე 18 წუთი გაატარა და 2 ქულა, 3 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა. ქართველმა ფორვარდმა 2-დან 1 ორქულიანი ჩააგდო, 1 სამიანი კი ააცილა.

გიორგი შერმადინმა უკეთესი სტატისტიკა აჩვენა. 21:26 წუთში 6 ქულა, 7 მოხსნა და 2 ჩაჭრა დააგროვა. გიორგიმ 4-დან 1ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო.

სარაგოსელთაგან 19 ქულით საუკეთესო ხორვატი დამიან რუდეჟი გახდა.

"სარაგოსას" ესპანურ
ლიგაში 1 მოგება და 1 მარცხი გააჩნია. მორიგ ტურში, 27 ოქტომბერს სარაგოსელები სტუმრად "მონბუსს" შეხვდებიან.

www.gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 1 /
ვიკა ნამდვილი ტალანტია. ეგ ამ გუნდშიც ლიდერი გახდება. შერმადინის მონდომობას პატივს ვცემ. წარმატებებს უსურვებ ორივეს
სტუმარი
19:01 21-10-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული