ვიქტორ სანიკიძე: პერსონალურად ჩემთვის საშინელი საღამო იყო

AutoSharing Option
"ელ პერიოდიკო დე არაგონმა" სტატია მიუძღვნა "სარაგოსას" ქართველ მძიმე ფორვარდ ვიქტორ სანიკიძეს, რომელმაც განაცხადა, რომ "კანარიასთან" გუნდმა საშინლად ითამაშა.

კვირის მარცხის შემდეგ ხოსე ლუის აბოსი, "სარაგოსას" მწვრთნელი, ამტკიცებდა, რომ მისი ბრალი იყო, ვერ მიიტანა სათანადოდ სათქმელი თავის კალათბურთელებთან. მაგრამ პასუხისმგებლობას არც კალათბურთელები გაურბიან:

"მწვრთნელის მესმის, თუმცა წაგება ჩვენი ბრალია და იმედია, ასე მომავალში აღარ ვითამაშებთ. რა თქმა უნდა, წაგება ყოველთვის შესაძლებელია და მომავალშიც წავაგებთ ხოლმე, მაგრამ ასეთი წაგება დაუშვებელია. ჩვენ საერთოდ გამოთიშულები ვიყავით დინამიკიდან და რასაც ვაკეთებდით, არაფერი გამოგვდიოდა. ახლა
კი მოუთმენლად ველით მომდევნო მატჩს"
, - აცხადებს ვიქტორ სანიკიძე.

წაგებიდან დიდი დრო არ გასულა, რომ გუნდი ბერლინში გაემგზავრა, სადაც ევროთასის თამაში ელის. "სარაგოსას" ტრავმის გამო ჯონ სტეფანსონი დააკლდა, რომელსაც მარცხენა ტერფი გადაუბრუნდა.

სანიკიძეს "კანარიასთან" მართლაც უცნაური თამაში ჰქონდა, 5 პერსონალური მალე მიიღო, ბოლო სამი სულაც 1 წუთში.

"საკუთარ თავზე მუშაობა მომიწევს. უკეთ უნდა ვითამაშო. კვირას საშინელი საღამო იყო, განსაკუთრებით, ჩემთვის. არადა, ეს იყო ჩემი პირველი საშინაო მატჩი ლიგაში, საკუთარი გულშემატკივრების წინ", - ყვება სანიკიძე.

რაც უნდა იყოს, კანარელებთან მარცხი უკვე ისტორიაა და ამას არაფერი ეშველება. სანიკიძისთვის ბერლინი და მისი არენა O2 კარგად არის ცნობილი:

"ეს დიდი დარბაზია, შარშან აქ ევროლიგის მატჩი ვითამაშე "მონტეპასკისთან" ერთად. ასე რომ, ბერლინში თამაშის კარგი გამოცდილება მაქვს და ამას გუნდს მოვახმარ", - აცხადებს ქართველი კალათბურთელი.

ბუნდესლიგის წარმომადგენელთან თამაშზე ვიქტორი ამ აზრისაა: "უნდა ველოდოთ ხისტ კალათბურთს. წარსული მარცხი აუცილებლად უნდა დავივიწყოთ, თორემ მასზე ფიქრი გადაგვიყოლებს. ყოველი ბურთისთვის უნდა ვიბრძოლოთ და შევეცადოთ, ბურთი იშვიათად დავკარგოთ. თუკი ასე გავაკეთებთ, მაშინ მოგების შანსი გვექნება, თუმცა წინ ურთულესი თამაშია".

შეგახსენებთ, რომ "სარაგოსაში" კიდევ ერთი ქართველი ირიცხება - ცენტრფორვარდი გიორგი შერმადინი.

ასევე იხილეთ:
გიორგი შერმადინმა და ვიქტორ სანიკიძემ "სარაგოსას" "კანარიასთან" ვერ უშველეს
მკითხველის კომენტარები / 1 /
ზაზა ფაჩულია, ვიქტორ სანიკიძე, მანუჩარ მარკოიშვილი, ნაწილობრივ თორნიკე შენგელია. ხომ ძალიან მაგრები არიან? იცით რა აკავშირებთ მათ საქართველოს ნაკრების გარდა? ის რომ ბავშვობის წლები გატარებული აქვთ მწვრთნელ ზურა სამხარაძესთან. ეხლა ზურას კიდევ ერთი აღზრდილი დაემატა ნაკრებს-ბექა ბურჯანაძე. ნაკრების ადრეულ წევრებს შორისაც ჩამოვთვალო სამხარაძის აღზრდილები? შორს წაგვიყვანს ეს სია. უბრალოდ ყველამ ერთად ვთქვათ -" მადლობა ზურა მასწ". ჯანმრთელობას გისურვებთ რომ კიდევ არაერთი ვარსკვლავი გაზარდოთ ქართული კალათბურთისთვის
სტუმარი
00:09 23-10-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული