კვირის მარცხის შემდეგ ხოსე ლუის აბოსი, "სარაგოსას" მწვრთნელი, ამტკიცებდა, რომ მისი ბრალი იყო, ვერ მიიტანა სათანადოდ სათქმელი თავის კალათბურთელებთან. მაგრამ პასუხისმგებლობას არც კალათბურთელები გაურბიან:
"მწვრთნელის მესმის, თუმცა წაგება ჩვენი ბრალია და იმედია, ასე მომავალში აღარ ვითამაშებთ. რა თქმა უნდა, წაგება ყოველთვის შესაძლებელია და მომავალშიც წავაგებთ ხოლმე, მაგრამ ასეთი წაგება დაუშვებელია. ჩვენ საერთოდ გამოთიშულები ვიყავით დინამიკიდან და რასაც ვაკეთებდით, არაფერი გამოგვდიოდა. ახლა
წაგებიდან დიდი დრო არ გასულა, რომ გუნდი ბერლინში გაემგზავრა, სადაც ევროთასის თამაში ელის. "სარაგოსას" ტრავმის გამო ჯონ სტეფანსონი დააკლდა, რომელსაც მარცხენა ტერფი გადაუბრუნდა.
სანიკიძეს "კანარიასთან" მართლაც უცნაური თამაში ჰქონდა, 5 პერსონალური მალე მიიღო, ბოლო სამი სულაც 1 წუთში.
"საკუთარ თავზე მუშაობა მომიწევს. უკეთ უნდა ვითამაშო. კვირას საშინელი საღამო იყო, განსაკუთრებით, ჩემთვის. არადა, ეს იყო ჩემი პირველი საშინაო მატჩი ლიგაში, საკუთარი გულშემატკივრების წინ", - ყვება სანიკიძე.
რაც უნდა იყოს, კანარელებთან მარცხი უკვე ისტორიაა და ამას არაფერი ეშველება. სანიკიძისთვის ბერლინი და მისი არენა O2 კარგად არის ცნობილი:
"ეს დიდი დარბაზია, შარშან აქ ევროლიგის მატჩი ვითამაშე "მონტეპასკისთან" ერთად. ასე რომ, ბერლინში თამაშის კარგი გამოცდილება მაქვს და ამას გუნდს მოვახმარ", - აცხადებს ქართველი კალათბურთელი.
ბუნდესლიგის წარმომადგენელთან თამაშზე ვიქტორი ამ აზრისაა: "უნდა ველოდოთ ხისტ კალათბურთს. წარსული მარცხი აუცილებლად უნდა დავივიწყოთ, თორემ მასზე ფიქრი გადაგვიყოლებს. ყოველი ბურთისთვის უნდა ვიბრძოლოთ და შევეცადოთ, ბურთი იშვიათად დავკარგოთ. თუკი ასე გავაკეთებთ, მაშინ მოგების შანსი გვექნება, თუმცა წინ ურთულესი თამაშია".
შეგახსენებთ, რომ "სარაგოსაში" კიდევ ერთი ქართველი ირიცხება - ცენტრფორვარდი გიორგი შერმადინი.
ასევე იხილეთ:
გიორგი შერმადინმა და ვიქტორ სანიკიძემ "სარაგოსას" "კანარიასთან" ვერ უშველეს