გიორგი შერმადინისა და ვიქტორ სანიკიძის მორიგი წარმატება ესპანეთში

AutoSharing Option
ქართველების მორიგი წარმატებული მატჩი ესპანეთის პრიმერადივიზიონში.

გიორგი შერმადინისა და ვიქტორ სანიკიძის "სარაგოსამ" სტუმრად "მონბუსი" 82:86 დაამარცხა, რაშიც ქართველებმა დიდი წვლილი შეიტანეს.

კომპოსტელაში გამართული მატჩი დაძაბული გამოდგა, რომლის ბედიც ბოლო წუთებზე გადაწყდა. სარაგოსელებმა ბრწყინვალედ ჩაატარეს დასკვნითი წუთები და 4 ქულის სხვაობით გაიმარჯვეს.

შერმადინმა სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე ჯამში 26:24 წუთი გაატარა. გიორგიმ 7-დან 4 ორქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, 13 ქულა მოაგროვა და ამას 6 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მოაყოლა.

შერმადინის მარგი ქმედების კოეფიციენტმა 15 შეადგინა, რაც
28 ქულის მიმთვლელი იონ სტეფანსონის შემდეგ არაგონულ გუნდში მეორე შედეგია.

ვიქტორ სანიკიძე სათადარიგო იყო, თუმცა მოედანზე მისთვის სტანდარტული 25 წუთი გაატარა. ქართველმა ფორვარდმა 6-დან 3 ორქულიანი, 6-დან 2 სამიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. სანიკიძემ მთლიანობაში 14 ქულა, 2 მოხსნა და 2 პასი დააგროვა.

2 მოგებითა და 1 მარცხით "სარაგოსა"ცხრილში მე-8 ადგილზეა. მომდევნო შეხვედრას ქართველების გუნდი 3 ნოემბერს, "ლაბრუიხას" წინააღმდეგ გამართავს.

წყარო: www.gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული