სანიკიძისა და შერმადინის 31-მა ქულამ "სარაგოსას" ევროთასზე ვერ უშველა

AutoSharing Option
ესპანეთის ჩემპიონატში გიორგი შერმადინისა და ვიქტორ სანიკიძის "სარაგოსამ" გასულ უქმეებზე დადებითი ბალანსი დააფიქსირა - 2:1. ასეთივე შედეგი უნდა ჰქონოდა ევროთასზე.

სარაგოსელები გერმანიის "ტელეკომთან" გამარჯვებასთან ახლოს იყვნენ და მოგების შემთხვევაში სატურნირო ცხრილის ზედა ნაწილში მოექცეოდნენ, მაგრამ ბოლო წამებზე 104:108 დამარცხდნენ.

არადა, მთელი თამაშის განმავლობაში წინ იყვნენ: პირველი მეოთხედი 29:25 მოიგეს, მეორე - 25:19, მეოთხე რაუნდში ესპანელები ათი ქულის სხვაობითაც იგებდნენ, მაგრამ გერმანელებმა თავიანთი ხასიათი გამოავლინეს, ბოლო წუთებამდე იბრძოლეს
და არაგონელებს გამარჯვება გამოსტყუეს.

მაღალ დონეზე ჩაატარეს პირველი ტაიმი ქართველმა ესპანელებმა. გიორგი შერმადინმაც და ვიქტორ სანიკიძემაც ქულათა უმეტესობა პირველ ნახევარში მოაგროვეს, თუმცა მეორე ტაიმში, ისევე, როგორც დანარჩენმა სარაგოსელებმა, ბონის "ტელეკომს" ვერაფერი დააკლეს.

ვიქტორ სანიკიძის სტატისტიკა ასეთი იყო: 27 წუთი, 16 ქულა (6-დან 2 ორქულიანი, 7-დან 3 სამიანი, 4-დან 3 საჯარიმო), 6 მოხსნა, 1 პასი, 1 ჩაჭრა.

გიორგი შერმადინიც პირველ ტაიმში ასცდა ათქულიან ნიშნულს: 27 წუთი, 15 ქულა (9-დან 5 ორქულიანი, 6-დან 5 საჯარიმო), 4 მოხსნა, 1 პასი, 1 დაფარება.

სატურნირო ცხრილში ბონის "ტელეკომი" "სარაგოსას" გაუთანაბრდა. ორივე გუნდს თითო მოგება, 2 წაგება აქვს და მეოთხე-მეხუთე ადგილებს ინაწილებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული