სარაგოსელები გერმანიის "ტელეკომთან" გამარჯვებასთან ახლოს იყვნენ და მოგების შემთხვევაში სატურნირო ცხრილის ზედა ნაწილში მოექცეოდნენ, მაგრამ ბოლო წამებზე 104:108 დამარცხდნენ.
არადა, მთელი თამაშის განმავლობაში წინ იყვნენ: პირველი მეოთხედი 29:25 მოიგეს, მეორე - 25:19, მეოთხე რაუნდში ესპანელები ათი ქულის სხვაობითაც იგებდნენ, მაგრამ გერმანელებმა თავიანთი ხასიათი გამოავლინეს, ბოლო წუთებამდე იბრძოლეს
მაღალ დონეზე ჩაატარეს პირველი ტაიმი ქართველმა ესპანელებმა. გიორგი შერმადინმაც და ვიქტორ სანიკიძემაც ქულათა უმეტესობა პირველ ნახევარში მოაგროვეს, თუმცა მეორე ტაიმში, ისევე, როგორც დანარჩენმა სარაგოსელებმა, ბონის "ტელეკომს" ვერაფერი დააკლეს.
ვიქტორ სანიკიძის სტატისტიკა ასეთი იყო: 27 წუთი, 16 ქულა (6-დან 2 ორქულიანი, 7-დან 3 სამიანი, 4-დან 3 საჯარიმო), 6 მოხსნა, 1 პასი, 1 ჩაჭრა.
გიორგი შერმადინიც პირველ ტაიმში ასცდა ათქულიან ნიშნულს: 27 წუთი, 15 ქულა (9-დან 5 ორქულიანი, 6-დან 5 საჯარიმო), 4 მოხსნა, 1 პასი, 1 დაფარება.
სატურნირო ცხრილში ბონის "ტელეკომი" "სარაგოსას" გაუთანაბრდა. ორივე გუნდს თითო მოგება, 2 წაგება აქვს და მეოთხე-მეხუთე ადგილებს ინაწილებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"