ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 31 წუთი გაატარა. მილუოკელთა ძირითადი ცენტრი, რომელსაც გასულ სამივე მატჩში ფაჩულიამ აშკარად აჯობა, განაცხადში არ ყოფილა.
ლარი სანდერსი იმ გამოძიებაშია გარეული, რომელსაც პოლიცია ერთ-ერთ ბარში მომხდარი ჩხუბის გამო აწარმოებს.
ფაჩულიამ კვლავ შესაშური მიზანი გამოავლინა და კვლავ ჩააგდო 10-დან 10 საჯარიმო. ეს მან უკვე მეორედ მოახერხა მიმდინარე სეზონში:
ეს კი იმას ნიშნავს, რომ ის ამ კატეგორიაში NBA-ში საუკეთესოა. ქართველ ცენტრს მიმდინარე სეზონში საჯარიმო არ აუცილებია. 4 მატჩში მან მთლიანობაში 21-დან 21 სროლა გამოიყენა.
ხსენებულ 10 ქულასთან ერთად, ზაზამ 4 ქულაც მოიპოვა, რასაც 4 თამაშიდან განხორციელებული ტყორცნა მოანდომა. 14 ქულასთან ერთად, მის ანგარიშზე 9 მოხსნა და 7 პასიც დაგროვდა, რითაც მან უდიდესი დახმარება გაუწია "მილუოკის", რომელმაც მიმდინარე სეზონში მეორე მატჩი მოიგო.
მილუოკელთაგან საუკეთესოდ ოჯეი მაიო იქნა აღიარებული, რომელმაც 28 ქულა ჩააგდო. 23 ქულით შეეწია "ირმებს" გარი ნილი.
მომდევნო მატჩი კვლავ მილუოკიში გაიმართება, რომელშიც ფაჩულიას გუნდი დირკ ნოვიცკის "დალასს" უმასპინძლებს.
წყარო: gbf.ge
ასევე იხილეთ:
NBA-მ ზაზა ფაჩულია სიმულაციის გამო გააფრთხილა [VIDEO]