შერმადინის 15, სანიკიძის 12 ქულა და "სარაგოსას" გამარჯვება ევროთასზე

AutoSharing Option
გიორგი შერმადინისა და ვიქტორ სანიკიძის "სარაგოსამ" ევროთასის მატჩი მოიგო და ამაში ქართველების დამსახურება მნიშვნელოვანია.

არაგონულმა გუნდმა იტალიურ "ვირტუსს" უმასპინძლა და სანიკიძის ყოფილი კლუბი 74:68 დაამარცხა.

შერმადინმა სარაგოსელთაგან ყველაზე მეტი - 29:50 წუთი ითამაშა და თავისიანებს 15 ქულით, 3 მოხსნით, 1 პასით, 1 ჩაჭრით და 1 დაფარებით შეეწია. აღსანიშნავია ისიც, რომ გიორგიმ 4 ბურთი დაკარგა. მან 6-დან 3 ორქულიანი გამოიყენა, 10 ცდიდან კი 9 საჯარიმო ჩააგდო.

სანიკიძე სათა
დარიგო იყო და მოედანზე მთლიანობაში 21:49 წუთი გაატარა. 5-დან 4 ორქულიანი, 4-დან 1 სამიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. ქართველმა ფორვარდმა 12 ქულასთან ერთად 4 მოხსნა, 3 ჩაჭრა და 2 პასიც მიითვალა. ბურთი კი არ დაუკარგავს.

სარაგოსელთაგან საუკეთესო შედეგი კი ამერიკელმა ჯოზეფ ჯონსმა დააფიქსირა, რომელმაც 24 წუთში 17 ქულა და 9 მოხსნა მიითვალა. ჯონსის შემდეგ, მარგი ქმედების კოეფიციენტით, არაგონულ კლუბში სწორედ ქართველები მოდიან.

მომდევნო საევროთასო მატჩს სარაგოსელები საფრანგეთის ქალაქ დიუნკერკში, "გრაველინთან" გამართავენ.

წყარო: gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული