"ბრუკლინ ნეტსმა" თორნიკე შენგელია გაუშვა

AutoSharing Option
როგორც მოსალოდნელი იყო, "ბრუკლინ ნეტსმა" ქართველი თორნიკე შენგელია NBA-ს განვითარების ლიგის გუნდ "სფრინგფილდ არმორში" გაანათხოვრა.

თორნიკესთან ერთად გაუშვეს მისი თანაგუნდელი ტეშონ ტეილორიც.

შენგელიამ შარშან "ბრუკლინში" 19 თამაშში საშუალოდ 1,6 ქულა და 1,2 მოხსნა მოაგროვა. მას მერე "ბრუკლინი" კიდევ უფრო გაძლიერდა, ხოლო ჩვენებურმა ოპერაცია გაიკეთა. ამიტომაც "ბრუკლინში" თამაში მისთვის კიდევ უფრო გართულდა.

თორნიკე შარშანაც იყო "სფრინგფილდში", სადაც თამაშში საშუალოდ 24,3 ქულას, 8,2 მოხსნას და 4,0 პასს აკეთებდა.

განვითარების ლიგაში რეგულარული სეზონი 22 ნოემბერს იწყება, საგამოფენო ბანაკები კი 8 ნოემბერს იხსნება.

ასევე
იხილეთ:

თორნიკე შენგელიას პარასკევს "სფრინგფილდში" გაანათხოვრებენ?
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული