თორნიკესთან ერთად გაუშვეს მისი თანაგუნდელი ტეშონ ტეილორიც.
შენგელიამ შარშან "ბრუკლინში" 19 თამაშში საშუალოდ 1,6 ქულა და 1,2 მოხსნა მოაგროვა. მას მერე "ბრუკლინი" კიდევ უფრო გაძლიერდა, ხოლო ჩვენებურმა ოპერაცია გაიკეთა. ამიტომაც "ბრუკლინში" თამაში მისთვის კიდევ უფრო გართულდა.
თორნიკე შარშანაც იყო "სფრინგფილდში", სადაც თამაშში საშუალოდ 24,3 ქულას, 8,2 მოხსნას და 4,0 პასს აკეთებდა.
განვითარების ლიგაში რეგულარული სეზონი 22 ნოემბერს იწყება, საგამოფენო ბანაკები კი 8 ნოემბერს იხსნება.
ასევე
თორნიკე შენგელიას პარასკევს "სფრინგფილდში" გაანათხოვრებენ?