სტატიას შემდეგი სათაური აქვს: "თორნიკე შენგელია ბრუნდება D ლიგაში, დაახლოებით 9 194-ეჯერ".
"ბრუკლინ ნეტსმა" თორნიკე შენგელია D ლიგის "სფრინგფილდ არმორში" დააბრუნა, რათა ის კლუბის საწვრთნელ ბანაკს შეუერთდეს. ეს გადაწყვეტილება დღეს გამოაცხადა "ნეტსმა".
მე უკვე შევწყვიტე დათვლა, რამდენჯერ გაუშვა შენგელია "არმორში" "ნეტსმა" და უკან დააბრუნა. ეს ძალიან ბევრჯერ მოხდა. ალბათ, თავად თორნიკესაც აღარ ახსოვს.
მხოლოდ ბოლო სამ დღეში
"ნეტსმა" გადაწყვიტა შენგელიას უკან დაბრუნება მას მერე, რაც ცნობილი გახდა, რომ ანდრეი კირილენკო ტრავმირებულია და ის "ინდიანასთან" თამაშს ზურგის ტკივილის გამო გამოტოვებდა.
როგორც კი გაირკვა, რომ კირილენკომ შესაძლოა, ითამაშოს ოთხშაბათს, თორნიკეს თავი ისევ "არმორში" უკრეს, რათა შენგელიამ გუნდთან ერთად ითამაშოს და სეზონისთვის მოემზადოს.
შენგელია, რომელსაც ხშირად D ლიგის ლებრონ ჯეიმსს უწოდებენ, მართლაც მეფესავით არის, რომელ სასტუმროშიც არ უნდა გაჩერდეს სფრინგფილდში", - წერს გამოცემა.
* * *
მართლაც, რატომ ადარებენ 20 წლის შენგელიას ლებრონ ჯეიმსს? ქვემოთ გრაფიკულად მოცემულია ლებრონ ჯეიმსის სტატისტიკა NBA-ში და თორნიკეს D ლიგის მაჩვენებლები.
თორნიკეს და ლებრონის შედარებითი სტატისტიკა
ასევე იხილეთ:
"ბრუკლინ ნეტსმა" თორნიკე შენგელია გაუშვა
თორნიკესა მეფისაი...
P.S.რით არ მოგბეზრდათ ამდენი მეხოტბეობა!