20 წლის ჩვენებური თითქოს უკვე გაანათხოვრეს განვითარების ლიგის კლუბ "სფრინფილდ არმორში" პრაქტიკის მისაღებად, მაგრამ შაბათს ქართველი უკან დაიბრუნეს. ამის მიზეზი რუსი ანდრეი კირილენკოს ზურგის ტრავმა იყო. შემდეგ გაირკვა, რომ კირილენკოს ტრავმა არც ისე სერიოზული იყო და... თოკო ისევ "არმორში" გაუშვეს.
და აი, წუხელ "ბრუკლინმა" ქართველი კიდევ უკან გამოიძახა.
ამბობენ, რომ შენგელია და ტეშონ ტეილორი "ბრუკლინში" ერთი ვარჯიშისთვის დასჭირდათ - ფორტ ჰემილტონში კლუბი ვეტერანთა დღის აღსანიშნავ ღია ვარჯიშს მართავს და...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
thebrooklyngame.com: თორნიკე შენგელია სპრინგფილდში მეფესავითაა [VIDEO]