ზაზა ფაჩულია 2013 წლის ბოლომდე "მილუოკი ბაქსის" სასტარტო ცენტრი იქნება

AutoSharing Option
"მილუოკი ბაქსის" სასტარტო ცენტრფორვარდმა ლარი სენდერსმა ცერა თითის ოპერაცია გაიკეთა და სულ მცირე, 6 კვირას იძულებით დაისვენებს.

ლარი სენდერსი "მილუოკიში" ზაზა ფაჩულიას უშუალო კონკურენტია, მისი ტრავმა კი ავტომატურად ორ რამეს ნიშნავს: ქართველი დიდი ხნით გახდება გუნდის სასტარტო ცენტრი და რაც უფრო მნიშვნელოვანია, მას სათამაშო დრო გაეზრდება (შესაბამისად, სტატისტიკაც).

ფაჩულიას ისედაც კარგი სტატისტიკა აქვს პირველ ხუთ მატჩში - საშუალოდ 11,4 ქულა, 7,8 მოხსნა და 3 პასი თამაშში.

"ბრიუ ჰუპი" წერს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ფაჩული
ამ აშკარად უკეთ დაიწყო სეზონი, ვიდრე სენდერსმა, ამ უკანასკნელის გამოჯანმრთელება "მილუოკის" სასეზონო ინტერესებში დიდ მნიშვნელობას იძენს.

სხვათა შორის, სენდერსმა ტრავმა... ღამის ბარში ჩხუბისას მიიღო.

ასევე იხილეთ:
ზაზა ფაჩულია: ლარი დრიუს ეგოისტი კალათბურთელები არ უყვარს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული