ვიქტორ სანიკიძემ და გიორგი შერმადინმა "სარაგოსას" საფრანგეთში ვერ უშველეს

AutoSharing Option
"სარაგოსა" ევროთასის გათამაშებაში დამარცხდა. ვიქტორ სანიკიძემ და გიორგი შერმადინმა ესპანურ გუნდს საფრანგეთში ვერ უშველეს.

სარაგოსელებმა "გრაველინთან" შეხვედრა 67:85 წააგეს. აღსანიშნავია, რომ ქართველების გუნდი ბოლო მეოთხედის წინ 7 ქულით იგებდა, მაგრამ ბოლო პერიოდში 5:30 წააგო და შეხვედრაც დიდი სხვაობით დათმო.

ქართველები სასტარტო ხუთეულში იყვნენ. სანიკიძემ შერმადინზე მეტი - 24,23 წუთი ითამაშა და თავი 9 ქულას, 8 მოხსნას, 1 პასს, 1 ჩაჭრას და 1 დაფარებას მოუყარა. ვიქტორმა 7-დან 3 ორქულიანი და 1 სამიანი ჩააგდო. სარაგოსელთაგან შედეგიანობით პერე ტომასის შემდეგ სანიკიძე იყო.

შერმადინი
შედარებით მოკრძალებულად გაისარჯა. 20 წუთში გიორგიმ 5 ქულა, 5 მოხსნა და თითო პასი, ჩაჭრა და დაფარება მიითვალა, ბურთი კი 4-ჯერ დაკარგა. ქართველმა ცენტრმა 5-დან 2 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო.

მომდევნო ტურში, 20 ნოემბერს, "სარაგოსა" სტუმრად ბელგიურ "მონსს" შეხვდება.

Sportall.Ge

წყარო: www.gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული