სარაგოსელებმა "გრაველინთან" შეხვედრა 67:85 წააგეს. აღსანიშნავია, რომ ქართველების გუნდი ბოლო მეოთხედის წინ 7 ქულით იგებდა, მაგრამ ბოლო პერიოდში 5:30 წააგო და შეხვედრაც დიდი სხვაობით დათმო.
ქართველები სასტარტო ხუთეულში იყვნენ. სანიკიძემ შერმადინზე მეტი - 24,23 წუთი ითამაშა და თავი 9 ქულას, 8 მოხსნას, 1 პასს, 1 ჩაჭრას და 1 დაფარებას მოუყარა. ვიქტორმა 7-დან 3 ორქულიანი და 1 სამიანი ჩააგდო. სარაგოსელთაგან შედეგიანობით პერე ტომასის შემდეგ სანიკიძე იყო.
შერმადინი
მომდევნო ტურში, 20 ნოემბერს, "სარაგოსა" სტუმრად ბელგიურ "მონსს" შეხვდება.
წყარო: www.gbf.ge