ზაზა ფაჩულიას "მილუოკმა" "მაიამისთან" უშანსოდ წააგო

AutoSharing Option
ტრავმებით შეთხელებულმა "მილუოკი ბაქსმა", რომლის ღირსებასაც საქართველოს ნაკრების კაპიტანი ზაზა ფაჩულია იცავს, NBA-ს მორიგი მატჩი უშანსოდ წააგო.

მილუოკელები მოქმედ ჩემპიონ "მაიამის" ესტუმრნენ და მიუხედავად იმისა, რომ 95 ქულა ჩააგდეს, 118 მიიღეს და მატჩი დიდი სხვაობით დათმეს.

ზაზა ფაჩულია სასტარტო ხუთეულში იყო. ამიერიდან ქართველი ცენტრი ხშირად იქნება ხუთეულში, რადგან მილუოკელთა ძირითადმა ცენტრმა ლარი სანდერსმა ცერა თითი დაიზიანა და მინიმუმ თვენახევარი მოედანზე ვერ გავა.

ზაზას დღევანდელი შეხვედრა "მაიამისთან" არ წაუვიდა. 18 წუთში მან 3 ქულა და 5 მოხსნა მიითვალა და მისი მონაგარიც
ეს იყო. ფაჩულიამ 4-დან 1 ორქულიანი და 1 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი კი 3-ჯერ დაკარგა.

მილუოკელებმა ვერაფერი მოუხერხეს ლებრონ ჯეიმსს, რომელმაც 29 წუთში 33 ქულა ჩააგდო, ხოლო მაიკლ ბისლიმ 19-ში 19 მოაგროვა. მილუოკელთაგან 18-18 ქულით საუკეთესოები ჯონ ჰენსონი და დარი ნილი იყვნენ.

"ირმებს", სანდერსთან ერთად, ერსან ილიასოვა და ლიუკ რიდნური აკლიათ, რომელთა გამოჯანმრთელებამდე, სავარაუდოდ, ძალიან გაუჭირდებათ.

2 მოგება-4 მარცხით "მილუოკი" ცენტრალურ დივიზიონში ბოლო, მე-5 ადგილზეა. მომდევნო შეხვედრას ფაჩულიას გუნდი ფლორიდაში, "ორლანდოსთან" გამართავს.

წყარო: gbf.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული