გიორგი შერმადინმა და ვიქტორ სანიკიძემ ბელგიაში "მონსი" გაანადგურეს

AutoSharing Option
გიორგი შერმადინმა და ვიქტორ სანიკიძემ "სარაგოსას" წინა მატჩში 9-9 ქულა მიითვალეს, მომდევნო შეხვედრაში კი პირად ანგარიშზე 8-8 ქულა ჩაიწერეს.

გასული მატჩი სარაგოსელებმა ევროთასზე, ბელგიაში გამართეს და ადგილობრივი "მონსი" 105:64 გაანადგურეს.

მატჩი დაძაბული არ ყოფილა. სარაგოსელებმა თავიდანვე მოიპოვეს ლიდერობა და უპირატესობას შეხვედრის ბოლომდე ზრდიდნენ. რაკი მეტოქე სუსტი იყო, ესპანური კლუბის მწვრთნელმა სათამაშო დრო ყველაზე მეტ-ნაკლებად თანაბრად გადაანაწილა.

შერმადინი ხუთეულში გახლდათ და მოედანზე 14,49 წუთი გაატარა. გიორგიმ 5-დან 3 ორქულიანი და 3-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, 4 მოხსნა და 2 პასიც მიითვალა, ბურთი
კი ერთხელ დაკარგა.

სანიკიძემ 13,44 წუთს ითამაშა და 8 ქულა 2-დან 1 ორქულიანით, 2-დან 1 სამიანით და 4-დან 3 საჯარიმოთი შეაგროვა. მის ანგარიშზე თითო მოხსნა-პასიც დაგროვდა.

3 მოგებითა და ამდენივე წაგებით "სარაგოსა" 6-გუნდიან ჯგუფში მე-3 ადგილზეა. მომდევნო მატჩს არაგონელები 27 ნოემბერს შინ, გერმანულ "ალბასთან" ჩაატარებენ.

Sportall.Ge

წყარო: www.gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული