ფორვარდმა ვიქტორ სანიკიძემ 21 წუთი ითამაშა, 7 ქულა და 3 მოხსნა მიითვალა. ვიქტორმა 3-დან 2 ორქულიანი და 5-დან 1 სამიანი ჩააგდო. მისი შორეული ტყორცნის შემდეგ, მეორე პერიოდში "სარაგოსა" 39:18 დაწინაურდა, რის შემდეგაც მატჩი იოლად მიიყვანა გამარჯვებამდე.
გიორგი შერმადინმა მოედანზე 15 წუთი გაატარა და 2 ქულას (2-დან 1 ორქულიანი) 4 მოხსნა მიამატა.
ამ მოგებით სარაგოსელებმა დიდი ნაბიჯი გადადგეს მომდევნო ეტაპისკენ. მათ 7 ტურის შემდეგ 4 გამარჯვება
მომდევნო ტური, რომელიც 4 დეკემბერს გაიმართება, ბევრს გადაწყვეტს - "სარაგოსა" უშუალო კონკურენტ "ტელეკომს" უმასპინძლებს. შეგახსენებთ, პირველ წრეში ბონში 104:108 წააგო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"