"ნეთსი" სტუმრად შეხვდა "მემფის გრიზლისს" და დაძაბულ ბრძოლაში - 97:88 სძლია.
ქართველმა ფორვარდმა ბრუკლინელთა შორის ყველაზე ცოტა - 10 ქუთი ითამაშა და ქულა არ მოუპოვებია, თუმცა მისი მოედანზე ყოფნის დროს "ნეთსმა" მეტოქეს 17 ქულით აჯობა. ანუ შენგელია მაშინ იმყოფებოდა მოედანზე, როცა "ბრუკლინმა" ხელჩასაჭიდი უპირატესობა მოიპოვა.
ამ მხრივ თორნიკეზე უკეთესი მაჩვენებელი მხოლოდ შონ ლივინგსტონს (+20) და მეისონ პლუმლის (+19) ჰქონდათ.
ქართველ ფორვარდს
"ბრუკლინში" საუკეთსო ჯო ჯონსონი გახლდათ 26 ქულით. მირზა ტელეტოვიჩის ანგარიშზე 15 წუთში 8 ქულა დაგროვდა.
5 მოგებითა და 12 მარცხით "ბრუკლინი" აღმოსავლეთ კონფერენციაშ მე-13 ადგილზეა. შემდეგ შეხვედრაში შენგელიას გუნდი 3 დეკემბერს "დენვერს" უმასპინძლებს.
წყარო: gbf.ge