ზაზა ფაჩულიამ "დეტროიტთან" თამაშში ტრავმა მიიღო

AutoSharing Option
4 დეკემბერს ზაზა ფაჩულიას "მილუოკი ბაქსი" 98:105 დამარცხდა "დეტროიტთან". ამ შეხვედრაში ჩვენებურმა სულ 6 წუთი ითამაშა (2 ქულა, 2 მოხსნა, 2 ჩაჭრა). ამის მიზეზი კი მარჯვენა ფეხის ტრავმაა.

ზაზამ ტრავმა მიიღო და მეორე ნახევარში საერთოდ აღარ გამოჩენილა. მატჩის შემდეგ "მილუოკის" თავკაცმა ლარი დრიუმ თქვა, რომ ქართველი ცენტრი მატჩამდეც არ იყო მთლად ჯანმრთელი.

თუ ფაჩულია უახლოეს მატჩებს გამოტოვებს, მის ნაცვლად წუთებს ჯონ ჰენსონი მიიღებს.

ასევე იხილეთ:
ზაზა ფაჩულიამ "სელტიკს" 8 ქულა ჩაუგდო
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული