შერმადინისა და სანიკიძის "სარაგოსამ" ესპანეთში მეხუთე გამარჯვება მოიპოვა

AutoSharing Option
ესპანეთის ჩემპიონატში მეხუთე მატჩი მოიგო "სარაგოსამ", რომლის რიგებსაც ვიქტორ სანიკიძე და გიორგი შერმადინი იცავენ.

არაგონელებმა "ფუენლაბრადას" უმასპინძლეს და 77:68 დაამარცხეს.

ვიქტორმა 29 წუთში 10 ქულა, 3 მოხსნა და 1 პასი მოაგროვა, ხოლო შერმადინმა ამდენივე წუთში - 8 ქულა, 5 მოხსნა და 1 პასი.

* * *

ვითიბი-ლიგაზე ყუბანის "ლოკომოტივი" დაამარცხა გიორგი ცინცაძის "დონეცკმა" - 86:76.
ქართველმა გამთამაშებელმა 21 წუთში 8 ქულა, 4 მოხსნა, 3 პასი და 2 ჩაჭრა გაიფორმა.

* * *

NBA-ში თორნიკე შენგელიას "ბრუკლინი" და ზაზა ფაჩულიას "მილუოკი"
დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. გაიმარჯვეს ბრუკლინელებმა - 90:83.

ქართველებს არ უთამაშიათ. შენგელია მწვრთნელმა არ შეიყვანა განაცხადში, ხოლო ფაჩულიას ფეხის ტრავმა აქვს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული