ქართველი ცენტრის ტრავმის სტატუსზე განცხადება გუნდის გენერალურმა მენეჯერმა ჯონ ჰემონდმა გააკეთა.
ზაზამ 2 მატჩი უკვე გამოტოვა, იმის წინა მატჩში კი, "დეტროიტთან" 4 დეკემბერს, მხოლოდ 6 წუთი ითამაშა, რის შემდეგაც ტრავმა მიიღო და მოედანი იძულებით დატოვა.
შეგახსენებთ, რომ ფაჩულიამ გასულ აპრილს აქილევსის მყესზე ოპერაცია გაიკეთა და 6 თვე გაუცდა.
წყარო: www.gbf.ge