ზაზა ფაჩულია ტრავმის გამო ერთი თვე ვერ ითამაშებს

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი და "მილუოკი ბაქსის" ცენტრი ზაზა ფაჩულია მინიმუმ ერთი თვე ვერ ითამაშებს.

ქართველი ცენტრის ტრავმის სტატუსზე განცხადება გუნდის გენერალურმა მენეჯერმა ჯონ ჰემონდმა გააკეთა.

ზაზამ 2 მატჩი უკვე გამოტოვა, იმის წინა მატჩში კი, "დეტროიტთან" 4 დეკემბერს, მხოლოდ 6 წუთი ითამაშა, რის შემდეგაც ტრავმა მიიღო და მოედანი იძულებით დატოვა.

შეგახსენებთ, რომ ფაჩულიამ გასულ აპრილს აქილევსის მყესზე ოპერაცია გაიკეთა და 6 თვე გაუცდა.

წყარო: www.gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული