ქართველები საუკეთესოები იყვნენ, "სარაგოსამ" კი იტალიაში 2 ქულით წააგო

AutoSharing Option
ვიქტორ სანიკიძისა და გიორგი შერმადინის კარგი თამაშის მიუხედავად, ევროთასის მორიგი ტურის მატჩში ესპანურმა "სარაგოსამ" იტალიაში, "ვირტუსთან" წააგო.

ვიქტორ სანიკიძის ყოფილმა გუნდმა "ვირტუსმა" სარაგოსელები ბოლო წუთებზე, დაძაბულ ბრძოლაში, 83:81 დაამარცხა.

საერთო სარგებლიანობის ინდექსის გათვალისწინებით, ქართველი კალათბურთელები "სარაგოსაში" საუკეთესოები იყვნენ. შერმადინის ინდექსმა 20 შეადგინა, ხოლო სანიკიძისა - 17. ორივე მათგანი სასტარტო ხუთეულში იყო.

შერმადინმა 23.36 წუთში 14 ქულა, 7 მოხსნა, 1 დაფარება და 1 პასი მიითვალა. გიორგიმ 7-დან 3 ორქულიანი და 8-დან 8 საჯარიმო ჩააგდო.

სანიკიძემ მოედანზე მხოლოდ 18 წუთი გაატარა, თუმცა
საკმაოდ სარგებლიანი იყო და ორმაგ დუბლამდე 2 მოხსნა დააკლდა. ვიქტორმა 6-დან 4 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, 2 სამიანი კი ააცილა. 10 ქულასთან ერთად, სანიკიძემ 8 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა.

სარაგოსელები ბოლო მეოთხედის წინ 61:56 იგებდნენ, მაგრამ გადამწყვეტი პერიოდი 20:27 დათმეს და საბოლოოდ ტურნირში მე-4 მარცხი იგემეს. ქართველების გუნდს 5 მოგება გააჩნია და ჯგუფიდან გამსვლელ მე-3 ადგილს ინარჩუნებს.

ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში "სარაგოსა" ფრანგულ "გრაველინს" უმასპინძლებს და გამარჯვების შემთხვევაში, შემდეგ ეტაპზე გავა.

წყარო: www.gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული