მათმა "სარაგოსამ" კანარის კუნძულებზე "გრან კანარიასთან" 55:58 დათმო.
ვიქტორმა 23 წუთში 9 ქულა, 3 მოხსნა და 2 პასი მოაგროვა, ხოლო შერმადინმა - 24 წუთში 6 ქულა, 8 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა.
"სარაგოსას" 5-5 მოგება-წაგება აქვს და სატურნირო ცხრილში მერვე ადგილზეა. ერთით ნაკლები გამარჯვება უწერია "კახასოლს", რომელშიც ბექა ბურჯანაძე თამაშობს. სევილიელებმა შაბათს შინ "ბილბაოსთან" 72:75 წააგეს.
ბექამ 5 წუთი ითამაშა და მატჩი 1 ქულითა და 2 მოხსნით დაასრულა.