სანიკიძემ და შერმადინმა "სარაგოსა" მარცხისგან ვერ იხსნეს

AutoSharing Option
ესპანეთის ჩემპიონატში ყველაზე ქულამწირ შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა გიორგი შერმადინმა და ვიქტორ სანიკიძემ.

მათმა "სარაგოსამ" კანარის კუნძულებზე "გრან კანარიასთან" 55:58 დათმო.

ვიქტორმა 23 წუთში 9 ქულა, 3 მოხსნა და 2 პასი მოაგროვა, ხოლო შერმადინმა - 24 წუთში 6 ქულა, 8 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა.

"სარაგოსას" 5-5 მოგება-წაგება აქვს და სატურნირო ცხრილში მერვე ადგილზეა. ერთით ნაკლები გამარჯვება უწერია "კახასოლს", რომელშიც ბექა ბურჯანაძე თამაშობს. სევილიელებმა შაბათს შინ "ბილბაოსთან" 72:75 წააგეს.

ბექამ 5 წუთი ითამაშა და მატჩი 1 ქულითა და 2 მოხსნით დაასრულა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული