თორნიკე შენგელიას 3 ქულა "ფილადელფიასთან" მოგებულ მატჩში

AutoSharing Option
ტრავმირებული ლიდერების დაბრუნებასთან ერთად, "ბრუკლინ ნეთსი" კონფერენციაში იმ ადგილს იბრუნებს, რომელიც მისი გაქანების გუნდს შეეფერება.

დერონ უილიამსისა და პოლ პირსის გამოჯანმრთელების შემდეგ ბრუკლინელებმა მოგებებს უხშირეს და აღმოსავლეთის ცხრილში ნელ-ნელა მაღლა მიიწევენ.

თორნიკე შენგელიას გუნდმა 17 დეკემბერს, გამთენიისას "ფილადელფია" გაანადგურა. "ნეთსმა" მეტოქე 36 ქულით - 130:94 დაამარცხა.

გამორჩეული შედეგი დააფიქსირა ბრუკლინელთა ერთ-ერთმა ლიდერმა ჯო ჯონსონმა, რომელმაც 10 სამქულიანი ჩააგდო, საბოლოოდ კი 37 ქულა მიითვალა. თორნიკე შენგელიამ შეხვედრაში 6.15 წუთი ითამაშა და 3 ქულა, 1 მოხსნა და 1 პასი მოაგროვა, ბურთი კი
2-ჯერ დაკარგა.

ბრუკლინელთათვის ეს გახლდათ მე-9 გამარჯვება 15 წაგების ფონზე და ამ შედეგით შენგელიას გუნდი აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-11 ადგილზე აღზევდა. მომდევნო მატჩში, 18 დეკემბერს,"ნეთსი" შინ "ვაშინგტონს" უმასპინძლებს.

წყარო: gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული