გიორგი შერმადინი და ვიქტორ სანიკიძე ევროთასზე გამოსვლას განაგრძობენ

AutoSharing Option
ევროთასზე ესპანურმა "სარაგოსამ" პირველი ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩი ჩაატარა და 13 ქულის სხვაობით დაამარცხა ფრანგული "გრაველინი" - 86:73.

რადგან ჯგუფიდან გასვლა წინასწარ ჰქონდა დაბევებული, მთავარმა მწვრთნელმა "სარაგოსას" სასტარტოები ბოლომდე არ დატვირთა.

გიორგი შერმადინმა 12 წუთში 4 ქულა, 2 მოხსნა და 1 ჩაჭრა მოაგროვა, ვიქტორ სანიკიძემ - 17 წუთში 9 ქულა, 4 მოხსნა და 1 პასი.

D ჯგუფიდან მომდევნო ეტაპზე ითამაშებენ: "ალბა" (გერმანია), "გრაველინი" (საფრანგეთი) და "სარაგოსა" (ესპანეთი).

შერმადინისა და სანიკიძის გუნდი მეორე ეტაპზე ჯგუფში ლიტვურ "რიტასთან", თურქულ "ბეშიქთაშთან" და ხორვატულ
"ცედევიტასთან" ერთად მოხვდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული